Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს რეკომენდაციით მიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/tugushi2.jpg“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დაამტკიცოს საქმიანობათა ნუსხა, სადაც მაღალია აივ ინფიცირებულ/შიდსით დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების რისკი.

Aმის შესახებ “ექსპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს.

“„აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნა ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმა მხოლოდ აივ დადებითი სტატუსის გამო, გარდა იმ საქმიანობებისა, სადაც არსებობს მასთან კონტაქტში მყოფი პირის დაინფიცირების მაღალი რისკი. ამ საქმიანობათა ნუსხას ამავე კანონის მეორე პუნქტის მიხედვით ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლში აღნიშნულია, რომ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეისათვის, ქვეყანაში ფაქტობრივად არ არის იდენტიფიცირებული ასეთ საქმიანობათა ნუსხა, რაც იწვევს „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლით გარანტირებული დისკრიმინაციის აკრძალვის არ არსებობას აივ ინფიცირებულის/შიდსით დაავადებულის სამუშაოდან დათხოვნისას ან მისთვის სამუშაოზე მიღების უარის თქმის შემთხვევაში. შესაბამისად, კანონის მე–10 მუხლი არ არის ქმედითი. ამავდროულად, ამ ნუსხის არ არსებობა არღვევს კანონის მე–12 მუხლსაც, ვინაიდან კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...