Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ივანიშვილი: გარანტიას გაძლევთ, რომ ერთ წელში ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს შევქმნი


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/bidzina5-300x199.jpg„გარანტიას გაძლევთ (არავისთვის ასეთი გარანტიები მანამდე არ მიმიცია) რომ ერთ წელიწადში მე აქ ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს ავაშენებ“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემას Forbes განუცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ აპირებს ამ მიზნის მიღწევას ასეთ მოკლე დროში, მისი თქმით ორი– სამი წელია საჭირო ევროპული ტიპის სისტემის შექმნისთვის.

„თქვენ უნდა დაიჭიროთ ერთი მინისტრი – ან ორი, მაქსიმუმ – იმისთვის, რომ ანახოთ ყველას, რომ პატიება არ იქნება. როდესაც გამოჩნდება, რომ ზევით პოლიტიკური ნება არსებობს, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ჩვენ ორი, სამი წელი გვჭირდება ევროპული ტიპის სისტემისთვის შექმნისათვის, მაგრამ ეკონომიკა – ეკონომიკის შენებას უფრო დიდი დრო დასჭირდება“,–აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტთან საუბარში.

ჟურნალისტი იულია იოფეს შეფასებით ივანიშვილი ამტკიცებს, რომ მისი წარსული სუფთაა.

„ვინც მაბრალებს, რომ კანონს ვარღვევდი, უნდა დაამტკიცოს ეს“, ამბობს ივანიშვილი.

მაგრამ ჟურნალისტის შეფასებით,ბანკი „როსიისკი კრედიტი“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიო ფლობდა სახიფათო ინდუსტრიის გიგანტი იყო, ძალიან არეულ დროში, დროში, როდესაც ბოლომდე არც იყო ცხადი, რა არის კანონი და რას ნიშნავს მისი დარღვევა.

„ივანიშვილი ამტკიცებს, რომ როგორც კი ვითარება სახიფათო გახდა, მან ეს წილები ოცმაგ ფასად გაყიდა, მეტოქეების მიერ დაქირავებული მკვლელები მასზე ნადირობდნენ; ქარხნის დირექტორი, შეგზავნილი კაცი, აივანზე საყელოთი გადმოკიდეს; მის პარტნიორს კრასნოიარსკის აეროპორტში ბანდიტები დახვდნენ, ადგილობრივ სასაფლაოზე წაიყვანეს და ის ხალხი შეახსენეს, ვინც ალუმინის ომებს შეეწირა. „ჩემი მთავარი ღირებულება თავისუფლება და სიცოცხლეა“, – ასე ხსნის ივანიშვილი ალუმინის ბიზნესიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას. „იმ დროის ისტორიას რომ გადავხედოთ, რამდენი დაიღუპა, რამდენმა დაკარგა თავისუფლება, ღმერთო ჩემო!“,– ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული,ივანიშვილი ბედნიერი იუყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლით, თუმცა 2008 წლამდე.

„ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საოცნებო მთავრობად მიმაჩნდა“,_ამბობს რესპოდენტი.

ჟურნალისტის თქმით, ივანიშვილმა სააკაშვილის სისტემისადმი ნდობა 2008 წლის შემდეგ დაკარგა, როდესაც, მისი თქმით, არჩევნებში გამარჯვებისთვის საეჭვო ტაქტიკას მიმართეს. „მე დავურეკე და მკაცრად ვუთხარი, რომ აღარასდროს გავცემდი ხმას,“ – ამბობს ივანიშვილი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მილიარდერი ამბობს, რომ, აი, მაშინ დაიწყო მისი დევნა. „დრო და დრო თავს ამჟღავნებდნენ. ბლოკავდნენ გარიგებებს. კბილები გამოაჩინეს. ისინი მეუბნებოდნენ, „ჩამოყალიბდი: ჩვენთან ხარ, თუ ჩვენს წინააღმდეგ? მე ვიყავი უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი და ეს ძალიან მოუხერხებელი რამ იყო მათთვის“. მას დეტალები არ დაუზუსტებია.

„„ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, თავისთვის აკეთებს“, მითხრა ივანიშვილმა თავის ოფისში. „მოდი, ნუ მოვატყუებთ თავს. ეს ჩემი სამშობლოა. აქ კარგად ვარ, უფრო კომფორტულად. აქ მყავს მეგობრები, მშობლები, ნათესავები. ასე რომ გამოდის, რომ ამ ყველაფერს ისევ ჩემთვის ვაკეთებ“, ამბობს ის. „პოლიტიკაში ყოფნა კარგი დაცვაა“,–სტატიის დასასრულს ამბობს ჟურნალისტი იულია იოფე.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...