planetanews Posted March 9, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/pololikashvili-dinamo-300x263.jpgზურაბ პოლოლიკაშვილი თბილისის “დინამოს” ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა.ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული გაზეთი “ლელო” ავრცელებს.“ლელოსთან” საუბარში პოლოლიკაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზები არ დაასახელა და არც ის უთქვამს კლუბში სხვა სტატუსით დარჩება თუ “დინამოსთან” მუშაობას საერთოდ შეწყვეტს.ზურაბ პოლოლიკაშვილი საფეხბურთო კლუბში 2011 წლიდან მუშაობს. 2011 წლის მარტში ის “დინამოს” გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მისი ინიციატივით გუნდმა რამდენიმე ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა. რამდენიმე კვირის წინ ზურაბ პოლოლიკაშვილი გენერალური დირექტორის ნაცვლად, “დინამოს” ვიცე-პრეზიდენტი გახდა. საფეხბურთო კლუბში მისვლამდე, 2009-2010 წლებში ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი იყო. 2006-2009 წლებში კი, ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts