Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ფრთხილად, მშობლებო! _ თბილისში ტარას შავშიშვილი დადის


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/sshot8vzv-150x150.pngმეთერთმეტეკლასელი მიხეილ ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ტარას შავშიშვილმა 2011 წლის 13 ოქტომბერს სკოლიდან იმიტომ გარიცხა, რომ თანაკლესელს გამოექომაგა. მოსწავლეობაწართმეული ალექსიძის საკითხი `ქრისტიან-დემოკრატმა~ გიორგი თარგამაძემ პარლამენტში მისული პრეზიდენტის წინაშე დააყენა, თუმცა იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი საქმეში გარკვეულიყო, მოზარდს ხულიგანი უწოდა. არსებობს თუ არა მიხეილ ალექსიძის `ხულიგნობის~ დამამტკიცებელი საბუთი და ვინ მფარველობს 53-ე საჯარო სკოლის დირექტორ ტარას შავშიშვილს? `ქართული სიტყვა~ მიხეილის დედას, ლალი ლეკიშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მისი შვილის ისტორიის გახმოვანებას არ ელოდა…

_ ქალბატონო ლალი, სააკაშვილმა განაცხადა, ალექსიძე დირექტორს `გაექაჩა~, ახლა კი, სხვა სკოლაში არ გადადის და სწავლა მხოლოდ ვაკეში უნდაო……

_ ეს ე.წ დიდი რეფორმატორის, ტარას შავშიშვილის ვერსიაა… ეს ინციდენტი რომ მოხდა, შავშიშვილი სკოლის დირექტორად ორი კვირის დანიშნული იყო. სხვათა შორის, სკოლის დირექტორად დაინიშნა თუ არა, მშობელთა გაერთიანებული კრება მოიწვია და განაცხადა, ფსიქოლოგი, პროფესორი და რეფორმატორი ვარ, მოზარდებთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს, შაშკინთან ვმეგობრობ და დირექტორად დამნიშნა. მაქვს პროგრამა, რამელიც სკოლიდან რამდენიმე მოსწავლის გარიცხვას ითვალისწინებს, თან მოსწავლე ისეთი მიზეზით იქნება გარიცხული, ბევრიც რომ ეცადოს, არც ერთი საჯარო სკოლა არ მიიღებსო. ამ განცხადებიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, ეს ინცინდენტი მოხდა და შავშიშვილმაც დანაპირები სისრულეში მოიყვანა _ სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი გაათავისუფლა და ზედ მოსწავლეებიც მიაყოლა, მათ შორის, ჩემი შვილის თანაკლასელი ირაკლი მჭედლიშვილიც, რომელიც, ასევე, უსამართლოდ გარიცხა.

_ მჭედლიშვილის გარიცხვის საბაბი რა გახდა?

_ ქიმიის მასწავლებელმა, პატარა შელაპარაკების გამო, კლასიდან გაუშვია. მანდატურმა კი, დირექტორთან მიიყვანა. ბატონმა ტარასმა მჭედლიშვილს განუცხადა, წინა დღეებში ბიჭები რომ გავრიცხე, შენნაირი მოძველბიჭო ელემენტები იყვნენ და შენც მათ ბედს გაიზირებო… ბავშვებმა მოილაპარაკეს, დირექტოთან მისულიყვნენ და ეთხოვათ, რომ ირაკლი არ გაერიცხა, მაგრამ შავშიშვილმა კლასის ერთსულოვნება `კარგ ტონად~ არ ჩათვალა, პატრული გამოიძახა. მოსწავლეებმა ჰკითხეს, პატრული რატომ გამოიძახეთო. შავშიშვილმა უპასუხა, მაღალ კლასში სწავლობთ და, ინცინდენტი რომ არ მოხდეს, თავდაცვის მიზნით გამოვიძახე და ვინმეს პრეტენზია ხომ არ გაქვთო. ჩემს შვილს, მიხეილ ალექსიძეს და მის მეგობარს უთქვამთ, ირაკლი 15 წლისაა, ისედაც რამდენიმე სკოლა აქვს გამოცვლილი და ხელის ერთი მოსმით ნუ გაიმეტებთო. არ მომწონს, მოსწავლე ჩემს წინააღმდეგ რომ გამოდის. ამიტომ, შენც მიჰყვები თანაკლასელსო, გაბრაზებულა დირექტორი… ამი შემდეგ მე დამირეკეს და სკოლაში 5 წუთში მივვარდი. კიბეზე მანდატურები შემხვდნენ და დამამშვიდეს, ნუ ღელავთ, ქალბატონო, მიხეილს არაფერი დაუშავებია, მხოლოდ გარიცხულ თანაკლასელს გამოესარჩლაო. კლასის დამრიგებელმაც იგივე მითხრა… ამასობაში, დიირექტორის კაბინეტიდან მიხეილი გამოვიდა და შევკითხე, თუ რამე დააშავე, მზად ვარ, დირექტორს ბოდიში მოვუხადო-მეთქი, მაგრამ მიხეილმა ამიხსნა, არაფერი დამიშავებია, თანაკლასელს ვიცავდიო, ტარას შავშიშვილმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, ულტიმატუმი წამომიყენა, ორ არჩევანს გთავაზობთ _ ან გადაიყვანეთ თქვენი შვილი ახლომდებარე კერძო სკოლაში, ან აღვძრავ სისხლის სამართლის საქმესო. შოკში ჩავვარდი… შავშიშვილმა მანდატურს უთხრა, ახლავე გამოიძახე პატრული, რომ დააფიქსიროს, თუ როგორ შემომივარდნენ კაბინეტში, მაგინეს და დამემუქრნენო. ვუპასუხე, ამ სიცრუისა და თქვენი არასოწრი გადაწყვეტილების გამო, საქმის კურსში განათლების მინისტრსა და პრეზიდენტს აუცილებლად ჩავაყენებ-მეთქი…

_ ქალბატონო ლალი, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვენს ვაჟს ხულიგანი უწოდა, განაცხადეთ, ამან მიხეილზე ცუდად იმოქმედა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეაო…

_ დიახ, ჩემმა შვილმა ყველაფერი ეს ძალიან განიცადა. ამ თემაზე შინ აღარ ვლაპარაკობთ, რადგან ბავშვი გაღიზინებული და დათრგუნულია. თავის დროზე, როცა მიხეილის დასაცავად თანაკლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს, გადავწყვიტეთ, რომ პრეზიდენტის, მთავარი პროკურორის, პარლამენტის თავჯდომარისა და სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიური წერილი გაგვეგზავნა, მაგრამ ამ წერილს მხოლოდ სახალხო დამცველი გამოეხმაურა და სამართლიანი დასკვნა `დადო~, სადაც წერია, რომ ტარას შავშიშვილის მხრიდან დისციპლინარული კომიტეტის წევრებზე ადგილი ჰქონდა ზეწოლას, ანუ დირექტორი მათ ჰპირდებოდა, თუ მიხეილ ალექსიძის სკოლიდან გარიცხვის ბრძანებას ხელს მოაწერთ, მას არ დავაჭერინებო.

რაც შეეხება 77-ე სკოლას, ორი კვირის წინ განათლების რესურსცენტრს მივმართე და ვთხოვე, რომ მიხეილისთვის მეთერთემეტე კლასის გამოცდების ექსტერნად ჩაბარების საშუალება მოეცა. თავის დროზე ტარას შავშიშვილი დამემუქრა, ვნახოთ, შენი შვილი გამოცდებს ექსტერნად როგორ ჩააბარებსო. ამის მომსწრეა სკოლის კანცელარიის რამდენიმე თანამშრომელი. მოკლედ, რესურსცენტრიდან მაცნობეს, რომ მიხეილი გამოცდების ჩასაბარებლად 77-ე სკოლაში დარეგისტრირდა. არადა, ჩვენ 53-ე სკოლას ვითხოვდით. აშკარაა, აქაც ბატონი ტარასის ინტერესები იქნა დაცული.

_ თქვენი მეორე შვილიც 53-ე სკოლაში სწავლობს, არა?

_ დიახ… ჩემი მეორე შვილი 13 წლისაა და დირექტორმა ახსნა-განმარტება უკვე ორჯერ დააწერინა.

_ რატომ?

_ ერთხელ, ბავშვმა საჭირო ოთახში გასვლა მოინდომა და შენიშვნა ამის გამო მიიღო. მეორედ კი, იცინოდა და ამის გამო უსაყვედურეს… ტარას შავშიშვილი არაერთხელ დამემუქრა, მეორე შვილზეც დაგიწერ ოქმს და სკოლიდან მასაც გაგირიცხავო.

_ `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ განცხადებით, ალექსიძის ხულიგნად მოხსენიებით პრეზიდეტმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია…

_ პრეზიდენტმა ჩემს შვილს ხულიგანი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უწოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან მოსწავლეს, რომელსაც სწავლის საშუალებას არ აძლევენ.

_ ქალბატონო ლალი, რამდენიმე სკოლა მზადაა, რომ თქვენი შვილი მიიღოს. რას აპირებთ, რომელ სკოლაში განაგრძობს მიხეილი სწავლას?

_ სკოლების შემოთავაზებაზე მედიით შევიტყვე და იმ სკოლების დირექტორებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ე.წ ქურდული მენტალიტეტის მოზარდი თავიანთ სკოლაში მიიღონ, მადლობას ვუხდი, მაგრამ უბრალოდ, პრინციპისა და ღირსების საკითხია, რომ მიხეილ ალექსიძე იგივე სკოლაში აღადგინონ, საიდანაც უკანონოდ გაირიცხეს! ჩემი შვილი სწავლას მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელბს, თუკი გარიცხვის ბრძანების გაუქმების შესახებ სამართლებრივი დავის გაგრძელების შესაძლებლობა გვექნება,

ესაუბრა ნათია ლებანიძე

სტატია ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...