Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge რატომ აპროტესტებენ საქართველოში მცხოვრები მუსულმანები ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/20-150x150.jpgბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენება სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილი, თუმცა აჭარაში ოსმალი დამპყრობლის სიმბოლოს ხელახალ აშენებას მხოლოდ მართლმადიდებლები კი არა, საქართველოს მუსულმანთა დიდი ნაწილისთვისაც მიუღებელია. `ქართულ სიტყვა~ ორგანიზაცია `მსოფლიო ხალხთა ქრსტიანულ-მუსულმანური მეგობრობის~ თავმჯდომარეს, ჩვენს თანანმემამულე მურაზ ნაგიევს ესაუბრა.

_ ბატონო მურაზ, აცხადებთ, რომ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა საქართველოსთვის შეურაცხმყოფელია. თქვენი, როგორც მუსულმანის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება რამ განაპირობა?

_ უპირველეს ყოვლისა, მინდა, `ქართულ სიტყვას~ მადლობა გადავუხადო, რომ ამ თემით დაინტერესდა… საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩემი მეუღლე ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანია… ორი შვილი გვყავს… მეუღლისათვის არასოდეს მითქვამს, რომ რწმენა შეეცვალა. ყველა ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ქართული სიტყვა მეთქმის. აზიზიეს მეჩეთის აშენება მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების პროვოცირებაა, ეს საკითხი პოლიტიკურ თემად გადაიქცა და ბატონმა ჯონდი ბაღათურუიამ პარლამენტის ტრიბუნიდან მწვავე განცხადებაც გააკეთა, ბათუმში აჭარის დამპყრობის სიმბოლო, აზიზიეს მეჩეთი არ უნდა აშენდესო. ბატონ ჯონდის ვეთანხმები… ეს თემა ადგილობრივ მუსულმანებშიც აქტუალურია და ისინი, რა თქმა უნდა, თანახმანი არ არიან, რომ აზიზიეც მეჩეთი აშენდეს, თუმცა ფაქტის წინაშე ვდგავართ _ ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი მოწერილია და მეჩეთი აშენდება!

_ ისე, აჭარაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის დაპირისპირება არსებობს?

_ მუსულმანებისა და ქრისტიანების გარკვეული ნაწილი ერთმანეთთან , რომელიც რელიგიურ ნიადაგზეა დაპირისპირებული და ჩვენი ორგანიზაციაც სწორედ ამიტომ შეიქმნა. ჩემი აზრით, ამაში ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი დასავლეთის დავალებაა. დასავლეთს არც ქრისტიანული მხარე უნდა და არც _ მუსულმანური. მისი ინტერესია, რომ ხალხებს შორის დაპირისპირება მოხდეს და მერე თქვას, არც მუსულმანები და არც ქრისტანები ჭეშმარიტი რელიგიის წარმომადგემნელები არ არიანო. მუსულმანობა და ქრისტიანობა დაპირისიპირებას არ ქადაგებს. ყურანში არ წერია, მართლმადიდებელი ქრისტიანი შენი მტერიაო. ყურანის ნახევარი მარიამსა და იესოზეა, სიტყვა `ისლამი~ კი, იესოს მოძღვრებას ნიშნავს _ მუჰამედი იესოს მოძღვრებას ქადაგებდა. დროთა განმავლობაში, შაჰებმა ისლამი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენეს და ამიტომ არის დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. მედრესე მაქვს დამთავრებული, შემდეგ, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიასა და პოლიტოლოგიას ვსწავლობდი. ამიტომ ჩემი შეხედულება სხვაა. სუნიტები შიიტებს ვერ იტანენ და შიიტები _ სუნიტებს. მე არც შიიტი ვარ და არც _ სუნიტი, მე მუსულმანი ვარ. მუჰამედის დროს არც იყვნენ შიიტები და სუნიტები. `მუსულმანი~ ღმერთის მორჩილს ნიშნავს.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მუსულმანი, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი ვარ, რადგან აზიზიე აჭარის დამპყრობელი იყო. ისტორიულად შემორჩენილი ზიზიღი უნდა აღმოვფხვრათ, არადა, პირიქით ხდება.

_ ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ აზიზიეს მეჩეთს კულტურული დატვირთვა ექნება, ანუ სალოცავი არ იქნება. თქვენი აზრით, ეს რას ნიშნავს?

_ კულტურის ცენტრი იმას ნიშნავს, რომ აზიზიეს მეჩეთში თურქების სპეცდანიშნულების სამსახური იქნება და იქიდან უხელმძღვანელებს მედრესეებს, მეჩეთებს. კულტურის ცენტრი იმიტომ უნდათ, რომ, ის, რასაც აჭარაში წლების განმავლობაში აკეთებდნენ, გააკონტროლონ. აჭარაში საკმარისზე მეტი მეჩეთი და მედრესეეა და ახალი მეჩეთი რისთვისაა საჭირო?! ეს უკვე რელიგიურ პროპაგანდასა და ხალხის გადაბირებას ნიშნავს. პოლიტიკური კუთხით რომ შევხედოთ, აშკარაა, თურქები ამას რელიგიური მიზნებით არ აკეთებენ, მათი ინტერესი პოლიტიკურია და საჭირო დროს ამ გადაბირებულ ხალხს თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენებენ.

თურქები გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად იკავებენ საქართველოს ზღვისპირა ზოლს აჭარაში და უნდათ, რომ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მთლიანად მათი დაქვემდებარების ქვეშ მოექცეს, როგორც ფინანსური, ასევე, _ რელიგიური თვალსაზრისით. დღეს შავი ზღვის აუზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცეა, სადაც შავი ბიზნესი იწარმოება. თურქები ცდილობენ, ადგილები მიითვისონ და თავი დაიმკვიდრონ საქართველოს ზღვისპირა ზოლში.

_ ბატონო მურაზ, იმის თქმა გინდათ, რომ საქართველოში თურქული ექსპანისია იწყება და აზიზიეს კულტურული ცენტრი ბათუმში თურქების შტაბ-ბინა იქნება?

_ კულტურული ცენტრები სწორედ ამ მიზნებით შენდება და იქმნება ხოლმე. ბათუმი ჩვენი თითქმის აღარაა _ ფორმალურადაა საქართველოში. სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ყველაფერი თურქებისაა და, რა თქმა უნდა, აზიზიეს კულტურული ცენტრი ყველაფერ ამის დაგვირგვინებაა.

ცნობისთვის: 4 მარტს, ბათუმში, გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავთან ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა სულთა საოხად და ბათუმში, თურქეთ-საქართველოს ხელშეკრულების ფარგლებში, სულთან აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენების მცდელობის წინააღმდეგ წირვა აღავლინა, რომელსაც მხოლოდ მართლმადდებლები კი არა, მუსულმანებიც ესწრებოდნენ…

მარიკა კახაძე

გაზეთი `ქართული სიტყვა~

სტატია ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...