Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge პასუხი „საქინფორმს“ და მის ხელმძღვანელ არნო ხიდირბეგიშვილს – რასაც დათესავთ იმასვე მოიმკით


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/arno-analitic-150x150.jpgრამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში გადავეყარე, ტექსტს რომელმაც ჯერ აღმაშფოთა, შემდეგ გამაბრაზა შემდეგ კი მათი შემდგენების მიმართ სიბრალურის გრძნობა გამიჩნდა.

წინადადება ასე იწყებოდა:  „ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კოლექტივი გილოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას, რომელსაც ხელი ვერ შეუშალა ვერანაირმა „ჭაობებმა“ („Болота“) და „წვიმებმა“ („Дожди“) და რომელშიც, სხვათაშორის, ეჭვი არავის ეპარებოდა – არც თქვენს მრავალრიცხოვან მომხრეებს, არც მტრებს. იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა – აბსოლუტურად ლოგიკური და კანონზომიერია, ისევე, როგორც სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. რუსეთი, ყველაფერთან ერთად, იმითაც არის მდიდარი, რომ თქვენი სახით ჰყავს  ლიდერი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე.“–ამ სიტყვებით იწყება პუტინისადმი მილოცვა.

ეტყობა „საქინფორმისთვის“ ლოგიკური და და კანონზომიერია ათასობით ჩაყრილი ხმა და ასობით დაპატიმრებული ადამიანი. ეტყობა ლოგიკურია ისიც, რომ სისასტიკით დარბეული აქცია პუტინმა 5 მარტსვე განახორციელა.

ეს არაფერი, შემდეგმა ფრაზებმა უფრო აღმაშფოთა, –„ თქვენი მტრები – რუსეთის მტრები არიან“. ჰკითხეთ ბატონებო ნებისმიერ ქართველს, ვინაა მისი მტერი? იქნება ყველამ გიპასუხოთ, რომ პუტინია. „საქართველოს ბოლო ისტორიული შანსია – გამოიყენოს ახლო მომავალში პუტინის პრეზიდენტობა – ერთადერთი ადამიანის, ვისაც ქართველი ხალხის, მისი ისტორიის, რელიგიისა და კულტურის გადარჩენა შეუძლია.“ ამ სიტყვებზე მეტყველებს სულ მცირე თქვენი სიბეცე ბატონებო, სულ მციერე უახლესი ისტორიის სრული იგნორირება, სულ მცირე სხვა რეალობის წარმოჩენის სურვილი.

როგორ შეუძლია ქართველი ხალხის გადარჩენა იმ ადამიანს რომელმაც 2008 წელს ასობით ქართველი მისი ბრძანებით მანვე მოკლა? როგორ შეუძლია საქართველოს გადარჩენა მას, ვინც საქართველოს ორი ანმკლავი მოჰგლიჯა და დაეპატრონა? იქნებ ამაზე  მიპასუხონ „საქინფორმის“ მესვეურებმა.

კოლეგოებო თქვენ ბრძანებთ, რომ რუსეთში დემოკრატიაა ამას მტკიცებით ფორმაში ამბობთ და არც გრცხვენიათ. არადა ათიათასობით რუსი ამბობს რომ რუსეთში დიქტატურაა, ასიათასობით ადამიანი ქუჩებში გამოდის ამ დიქტატურის დასამარცხებლად. თქვენ იმასაც ბრძანებთ, რომ   თავად არჩევნები თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდა. რატომ არ ფიქრობს ასე ევროკავშირი? რატომ არ ფიქრობს ასე ევროსაბჭო ან ეუთო? ალბათ ამ შეფასებაში თქვენთან კრემლის რუპორი მაქსიმ შევჩენკო ახლოსაც ვერ მოვა.~

შემდეგ ციტატაში ვკითხულობთ: „ვლადიმერ ვლადიმერის ძევ! ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა სიხარულით შეუერთდებოდა ჩვენს მოლოცვას, , ამიტომ – სრული სვლით წინ, ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, რუსეთის სასახელოდ დღეგრძელობას გისურვებთ!“–მანახეთ ერთი ადამიანი ვინც პუტინს მიულოცავდა, მანახეთ ერთი ადამიანი ვისაც დამპყრობლის და ოკუპანტის გამარჯვება უხარია. მე განახებთ, ეს თქვენ ხართ ბატონებო.

როგორც ჩანს თქვენი სამშობლო არ გიყვართ, როგორც ჩანს ისტორია ისევ გვაცვენებს ვინ ღალატობს ქვეყანას და მის ინტერესებს, როგორც ჩანს, ყორღანაშვილები და ორჯონიკიძეები ისევ ხარობენ თანამედროვე საქართველოში.

ორიოდ სიტყვა რედაქტორს რედაქტორისგან

ამ „ბედნიერი“მილოცვის შემდეგ, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილზე საქინფორმის რედაქციაში, საპატრულო პოლიციისა და საქინფორმის თანამშრომლების თანდასწრებით, თავდასხმა განხორციელდა

„საქინფორმის“ დირექტორის ანდრო ტელეფონზე წამოვიდა ლანძღვითა და მუქარებით აღსავსე ზარების და შეტყობინებების ნიაღვარი, პირადად მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით.

მე როგორც აფხაზეთიდან დევნილი გეკითხებით, რას ელოდით ბატონო არნო? მე როგორც 2008 წლის  5 აგვისტოდან 17 აგვისტომდე რუსეთის აგრესიის გამშუქებელი –  გეკითხებით, სხვას რას ელოდით? როგორ გეტყობათ, რომ პუტინის მიერ დაბომბილი ხალხით სავსე საცხოვრებელი სახლები არ გინახავთ, როგორ გეტყობათ, რომ არ გინახავთ პუტინის მიერ გადამწვარი ქართული სოფლები. როგორ გეტყობათ, რომ თქვენთვის სამშობლო სულერთია.

ბატონო ანრო მე, რუსეთის ფედერაციაში დავიბადე, იქ გავიზარდე და იქ ვიცხოვრე, გაგრაში სახლი მქონდა. თქვენმა ნაქებმა „რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ“ გაგრაში, ბებია და ბაბუა მომიკლა. რუსმა ჯარისკაცებმა 23 წლის ბიძა. თქვენ უნარი არ შეგწევთ ყველაფერს თავის სახელი დაარქვათ, ან შესაძლოა იმიტომაც არ არქმევთ, რომ მერე  „ოცდაათ ვერცხლს“ არავინ მოგცემთ. მე კი ჩრდილოეთში დაბადებულს შემიძლია მტერს მტერი დავარქვა, მოყვარეს მოყვარე. რის ხარჯზე აპირებთ პუტინთან შერიგებას და საუბარს იქნებ ამაზეც გვიპასუხოთ.

ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ვგმობ ძალადობას და განსხვავებული აზრის დევნას, მაგრამ ეს ის შემთხვევააა, როცა პროტესტს არ გამოვთქვამ. ვდუმვარ!

არ შეიძლება სამშობლო და მისი ინტერესები გაყიდო, არ შეიძლება მტერს მოყვარე უძახო, არ შეიძლება ასობით და ათასობით დაღვრილ სისხლზე ბინძური ფეხებით გადაიარო. ამისტვის პასუხს მოგთხოვენ ბატონო ანდრო და ნურაფერი გაგიკვირდებათ.

ბევრს არ დავწერ გეტყვი, რომ მცხვენია თქვენი პოზიციის გამო და მრცხვენია იმის გამო რომ კოლეგებად იწოდებოდეთ.

ირაკლი მანაგაძე

ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ და ინტერნეტგამოცემა „არგუმენტი.გე“–ს მთავარი რედაქტორი

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...