Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ხაშურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის წინ რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/policiis-shenoba1-150x150.jpgსოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტურად გამოძიება კიდევ ერთხელ მოითხოვნის მიზნით, ხაშურის პოლიციის ადმინისტრაციული შენობის წინ რიგითმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. დღევანდელი აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით დაიგეგმა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ხაშურის პოლიციის უფროსის გათავისუფლება გამოსავალი არ არის და ასეთი შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნები პოლიციისა და პროკურატურის მიმართ ისმოდა.

ჟურანლისტი შორენა შავარდაშვილი ერთ ერთია იმათთაგან, რომელიც პოლიციის შენობის წინ გამართულ აქციას შეუერთდა. იგი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მომხდარი სრულყოფილად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

შორენა შავერდაშვილი : ფაქტია რომ ადამიანი შენობაში შევდიდა საღსალამათი. მას არ ჰქონდა არანაირი სტატუსი, მათ შორის არც ეჭვმიტანილის და არც მოწმის. ხუთი საათის შემდეგ ის ფაქტობრივად გამოასვენეს შენობიდან. ოფიციალური ვერსია კი ძალიან არასარწმუნოა. უნდა დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი.

აქციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია დიდ ეჭვებს ბადებს.

მათე მაყაშვილი: მე ვარ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ძალიან შესტკივა გული იმ ფაქტზე, რაც დაფიქსირდა ამ შენობაში. აგერ ის მაგიური კიბეები რომელიც როგორც აღმოჩნდა არაა უსაფრთხო ადამიანებისათვის. ეს არ უნდა ხდებოდეს არცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, რომელსაც დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს. ვფიქრობ, რომ არის თითოეული ჩვენგანის ვალი, რომ მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა. ვინც ხუჭავს უსამართლობაზე თვალს, იგი მისი მონაწილე ხდება.

პოლიციის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართულ აქციას პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, არავის სჯერა იმის, რომ სოლომონ ქიმერიძე უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

ზაალ რცხილაძე: „ სარწმუნო არაა შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთი განცხადება. მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიციის მხრიდან ტერორი იყო გარდაცვლილის ოჯახზე. უნდა დაისაჯონ დამნაშავეები აუცილებლად. ობიექტური გამოძიება თუ არ ჩატარდა, ეს კიდევ ერთი სირცხვილი იქნება“

ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა წესით ორ კვირაში უნდა გახდეს ცნობილი. ოფიციალურ პირებს ექსპერტების წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ნოდარ სხირტლაძე (გორი) 

opinion.ge

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...