planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60205.jpg მოსკოვში დემონსტრანტების დარბევის ფაქტი დაგმო ჰილარი კლინტონმა და რუსეთის ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო მდივანი პირველად გამოეხმაურა. კომენტარი მან თავის პოლონელ კოლეგასთან ვაშინგტონში შეხვედრისას გააკეთა. `ეუთოს წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ არჩევნების პროცესში იყო გარკვეული დარღვევები, რაც აუცილებლად უნდა გამოიძონ. შეშფოთებას გამოვთქვამთ ორშაბათს მშიდობიანი დემონსტრანტების დაკავების გამო. მაგრამ არჩევნებს ჰყავს აშკარა გამარჯვებული და ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტად არჩეულ პუტინთან მას მერე, რაც ის უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება,`- განაცხადა კლინტონმა.მომავალ კვირას ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი ჩავა. სახელმწიფო მდივანთან შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სირია იქნება, რომელიც ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელ საკითხად საერთაშორისო საზოგადოებასა და ოფიციალურ მოსკოვს შორის. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts