planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpg რუსეთის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი რეკორდულად მოკლე დროში, სამ დღეში გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ვლადიმერ პუტინმა ხმათა 63,6 პროცენტით გაიმარჯვა. შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციამ მრავალათასიანი მიტინგი დაგეგმა და მოსკოვის მერიასთან 10 მარტის საპროტესტო მსვლელობა შეათანხმა. დედაქალაქის მთავრობამ საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სანქცია 50 ათას მონაწილეზე გასცა. მიტინგი წინა აქციებისგან განსხვავებული იქნება. ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მრავალრიცხოვანი დამკვირვებლების დასკვნებს და დარღვევებს მიეძღვნება. ამის შესახებ განცხადება ამომრჩეველთა ლიგამ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რადგან საარჩევნო კამპანია და ხმის მიცემის პროცესი არ იყო სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts