planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60207.jpg რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ და აზერბაიჯანმა იმისთვის, რომ 2020 წელს აქ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდეს. შესასრულებელ სამუშაოებზე საქართველოს სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მსჯელობენ.ფეხბურთის ფედერაციაში კი ამ თემაზე განცხადება გაკეთდა. საქართველომ და აზერბაიჯანმა ტურნირის მონაწილეები 12 საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო მოედნითა და 24 სპორტული ბაზით უნდა უზრუნველყონ.სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ვლადიმერ ვარძელაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას უკვე მიმართა ინიციატივით, რომ შეიტანონ ერთობლივი განაცხადი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით.`ამას სჭირდება ხანგრძლივი პროცედურები, დაახლოებით წელიწადნახევარიანი მუშაობა, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს კონცეფცია, გაკეთდეს ინფრასტრუქტურული პროექტები და უეფაში ორმა ქვეყანამ უნდა მოაწყოს პრეზენტაცია, სადაც უკვე შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ,`- განაცხადა მინისტრმა.ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, უკვე დაგეგმილია არაოფიციალური შეხვედრა აზერბაიჯანულ მხარესთან, სადაც ყველა ის საკითხი შეთანხმდება, რომელზეც 21-22 მარტს უნდა მოხდეს შეთანხმება ეუფას სხვა წევრებთან; 2014 წლამდე უნდა დამტკიცდეს ქალაქები და გაკეთდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მომზადდეს ჩემპიონატის ლოგო, რომელის დასამტკიცებლად გადაეგზავნება უეფას. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts