Jump to content
Planeta.Ge

ერორი- სააკაშვილმა ქალებს 8 მარტი მიულოცა


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60209.jpg

 

თბილისელ მანდილოსნებს 8 მარტს პრეზიდენტმა მიულოცა. პრეზიდტი ცერცვაძეების ოჯახს ესუტმრა. მიხიელ სააკაშვილი ოჯახის წვრებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გახმოვანებულ ინიციტივებზე ესაუბრა, რომელიც პროფესიულ გადამზადებას და განათლების 1000-ლარიან ვაუჩერს ეხებოდა.

ვარკეთილიდან ქვეყნის პირველი პირი სამსახურში მეტროთი დაბრუნდა, გზად კი მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონებს 8 მარტი ვარდებით მიულოცა.

"ზოგი ამბობს, რომ 8 მარტი არ უნდა ვიზეიმოთ, რადგან კლარა ცეტკინის მოგონილი კომუნისტური დღესასწაულია, მაგრამ ჩემი აზრით, ყოველი დღე ქალთა დღე უნდა იყოს ისედაც, ამიტომ გილოცავთ ქალბატონებო! გისურვებთ ბედნიერებას, კარგ განწყობას და იმას, რომ ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესი იყოს. როგორც პრეზიდენტი, წელიწადის 365 დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე, ვაცხადებ ქალთა დღესასწაულად და მოვუწოდებ კაცებს, გავუფრთხილდეთ საქართველოს ამ უკეთეს ნაწილს!", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

დღესვე მიხეილ სააკაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა წარწერა: ”პრეზიდენტის ახალი ბრძანებულებით, დღეიდან დიდი ჯარიმები წესდება ქალების გაბრაზებისათვის და ასევე შემოდის მატერიალური და მორალური წახალისება მათი სათანადო დაფასებისა და მაქსიმალური ხელშეწყობისათვის”

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...