Jump to content
Planeta.Ge

ერორი- საქართველომ შესაძლოა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60202.jpg

 

ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს. 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე უეფას საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი განაცხადით უნდა მიმართონ. გადაწყვეტილების შესახებ, დღეს, ბაქოში გახდა ცნობილი. ამ საკითხზე, დღის ბოლოს, თბილისში გამართულ მთავრობის სხდომაზეც იმსჯელეს.

საქართველომ და აზერბაიჯანმა რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილონ. მათ შორის არის 9 საერთაშორისო სტანდარტის საფეხბურთო მოედანი. დიდმა სტადიონმა 50 ათასი გულშემატკივარი უნდა დაიტიოს, პატარა კი 30 ათასი მაყურებლისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი აპლიკაცია უეფას 2014 წლამდე უნდა წარუდგინონ. გადაწყვეტილებას, კენჭისყრის საფუძველზე, უეფას წევრი ქვეყნები მიიღებენ.

უკვე ცნობილია, რომ ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსისთვის, საქართველოს ძლიერი მერტოქეები გაუწევენ კონკურენციას.

უეფას 2012 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბელგია დამოუკიდებლად იბრძოლებს. განაცხადით ერთობლივად მიმართვენ უეფას ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სერბეთი. ერთობლივ აპლიკაციას ამზადებენ ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ერთობლივად შესთავაზებენ საკუთარ ქვეყნებს უეფას რუმინეთი და ბულგარეთიც. ნიდერლანდი და თურქეთი დამოუკიდებლად შეეცდებიან გამარჯვებას. აპლიკაცია ირლანდიამ, შოტლანდიამ და უელსმაც ერთობლივად უნდა მოამზადონ.

უეფას ჩემპიონატის საქართველოში ჩაატარებას ტურიზმის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მასპინძელ ქვეყანაში ჩემპიონატზე 5-დან 10 მილიონამდე ტურისტი ჩადის.

ევროპის ჩემპიონატი წელს უკრაინასა და პოლონეთში ჩატარდება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც უეფას ორი ქვეყანა ერთდროულად უმასპინძლებს. 2016 წელს ჩემპიონატი საფრანგეთში, პარიზში გაიმართება.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...