Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ანა არგანაშვილი: „უფლებების დარღვევათა გამო, ქალების მომართვიანობა გაიზარდა“


Recommended Posts

/get_img?ImageId=6651

ფოტო - მწვანე ტალღა

სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ბავშვისა და ქალის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან ქალთა უფლებების დარღვევის ტენდენციაზე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ქალებისთვის დღეს ყველაზე აქტუალურია.

რა შემთხვევებში ირღვევა ქალთა უფლებები საქართველოში ყველაზე ხშირად?

სახალხო დამცველის აპარატში მომართვებიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირად ქალთა მიმართ ძალადობა იკვეთება. თუმცა, მთელი რიგი ძალადობები მაინც  შეუმჩნეველი რჩება და ძალიან რთულია მოსაკვლევად. მაგალითად ფსიქოლოგიური და ეცმოციური ძალადობა. ასეთი ძალადობის მსხვერპლმა მოწმისა და არასაკმარისი მტკიცებულებების  გამო,შეიძლება ვერ დაიცვას საკუთარი უფლებები.

როგორია ქალთა უფლებათა დარღვევის სიხშირის ტენდენცია?

ერთ-რთი ტენდენცია არის ის, რომ მომართვიანობა გაიზარდა.ადრე მთლიანად დამალული იყო ქალთა უფლებათა დარღვევების ფაქტები და ამას არავინ აღიარებდა. თუმცა, ეს არც უფლებათა დარღვევის კლების და არც ზრდის ტენდენციას არ გვიჩვენებს. უბრალოდ, საზოგადოებაში დიკუსია დაიწყო. დისკუსია კი, გარკვეულწილდ შეიძლება პრევენციად ჩაითვალოს. როდესაც გაცნობიერებულია ადმიანის უფლებათა რა დარღვევების საფრთხის წინაშე ვდგავართ, დიალოდი საზოგადოებაში, მომავალში ხელი შეუწყოს ამ საფრთხეების შემცირებას.

როგორ იცავს ქალთა უფლებს საქართველოს კანონმდებლობა?

2006 წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი კანონი იყო მიღებული, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, თუმცა სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ ეფექტურად მოხდეს კანონის აღსრულება, რომ მსხვერპლმა რეალურად მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც კანონით არის გათვალისწინბული და შეზღდული რესურსის გამო რაიმე სერვისზე უარი არ ეთქვას.

მას შემდეგ, რაც ქალი გადადგამს ნაბიჯს და სამართალდამცავებს უფლებათა დარღვევის შესახებ შეატყობინებს, ფაქტი სათანადო ყურადღებით უნდა იქნას მოკვლეული და განხორციელდეს ადეკვატური რეაგირება. .

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამრთლომ მრავალი შემთხვევა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე, რომ ქალის მიმართ ძალადობაზე სამართალდამცავების ინფორმირება სრული სერიოზულობით უნდა იქნას აღქმული აღნიშნული უწყების მიერ; ვინაიდან სამართალდამცავების მიერ არასათანადო ყურადღებისა და არასაკმარისი ძალისხმევის გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ძალადობა ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს

გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ საკითხად შეიძლება ჩაითვლოს ისიც, რომ დღეს საქართველოში ძალიან ცოტა ქალია გადაწყვეტილების მიმღები. ძალიან ცოტა ქალია წარმოდგენილი პარლამენტში, ძალიან ცოტა ქალია ლიდერი. რა თქმა უნდა, მათთვის ცალსახად უარი არავის უთქვამს, რომ ამა თუ იმ თანამდებობებზე ვერ დაინიშნებოდნენ, მაგრამ როდესაც ქალს არ აქვს შესაძლებლობა შეუთავსოს ერთმანეთს განათალება, განვითარება, კარიერა და შვილის აღზრდა, რა თქმა უნდა, ეს უკვე დისკრიმინაციაა.

ძალიან ხშირად ქალის დასაქმება პირდაპირ არის დაკავშირებული იმაზე, მოახერხებს თუ არა მხარდამჭერის პოვნას, ვინც მას დაეხმარება ბავშვის აღზრდაში. შესაბამისად, ისეთი სერვისის არსებობა, სადაც გათვალისწინებული იქნება ბავშვთა აღზრდაში მხარდაჭერა, ცალსახად ვერ უწყობს ხელს ქალს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს და თანასწორობა მოიპოვოს.

ამიტომ ქალი, რომელიც არის დასაქმებული და გადაწყვეტს ოჯახი შემქნას, მას ყველა პირობა უნდა შეექმნას რომ შესაძლებლობების რეალიზაცია გააგრძელოს. მას არ უნდა ჰქონდეს არჩევანი გასაკეთებელი განათლებას, კარიერასა და ოჯახს შორის. პირადი და პროფესიული განვითარება შესაძლებელია და ხშირად სასურველია შეთავსებული იყოს.მოვიყვანოთ ძალიან კონკრეტული მაგალითი, ქალს მშობიარობის შემდეგ შეიძლება დაემართოს პოსტ-პარტუმ დეპრესია, ამავე დროს, მან უნდა იზურნოს შვილზეც, დაუბრუნდეს სამუშაოს და გაუძლოს ძალიან ბევრ გამოწვევას. ქალის მხარდაჭერა მშობიარობის შემდეგ, თითქოს ნიუანსია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოში ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს მხარდაჭერის სერვისები არსებობს.

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...