)v(oNsTeR Posted March 31, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted March 31, 2008 ჰერპესი კანის დაავადებაა, რომელსაც ვირუსი იწვევს. არჩევენ მარტივ ჰერპესს და ზოსტერს. მარტივი ჰერპესი ხშირად გაციების შედეგია, თან სდევს ბრონქიტს, ფილტვების ანთებას, გრიპს. იგი ვითარდება ტუჩებზე, ცხვირის ფრთებზე, ცხვირ-ტუჩის ნაოჭებზე, სასქესო ორგანოებზე, ჯგუფ-ჯგუფად განლაგებულ წვრილ ბუშტუკებად ანთებულ შეშუპებულ კანზე. მას თან ახლავს ქავილისა და წვის შეგრძნება. 3-4 დღის შემდეგ ბუშტუკები შრება. საჭიროა ბრილიანტის მწვანის სპირტიანი ხსნარის, ოქსოლინის, თებროფენისა და სხვა მალამოს წასმა. განმეორებითი ჰერპესის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ. ზოსტერი ჩვეულებრივ იწყება ნერვების (უფრო ხშირად ნეკნებს შორის) გასწვრივ მტკივნეულობით, ტემპერატურის აწევით, საერთო სისუსტით. შეწითლებული ანთებითი კანის ფონზე წარმოიქმნება წვრილი დაჯგუფებული ბუშტუკები, რომლებიც განლაგებულია დაზიანებული ნერვის გასწვრივ. ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს გამონაყარის გაქრობის შემდეგაც. 6-8 დღეში კანზე ბუშტუკები შრება და ქერქი წარმოიქმნება. ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი საკვები. ავადმყოფი უნდა ერიდოს გაციებას, თბილად ეცვას. აკრძალულია წყლის პროცედურები - აბაზანის მიღება, შხაპი და ა.შ. რჩევები ჰერპესის დროს: 1. დაბანის დროს არ დაისველოთ დაზიანებული უბნები. 2. გამოიყენეთ ვირუსის საწინააღმდეგო მალამოები. ეფექტურია ცინკის მალამო. 3. დაზიანებული ადგილები დღეში რამდენჯერმე გაწმინდეთ სპირტით, შემდეგ კი თალკი შეიფრქვიეთ. 4. ხშირად მიიღეთ ვიტამინიზირებული ჩაი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.