Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ევროპის სახლში მსჯავრდებულ ქალთა თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო


Recommended Posts

ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში მსჯავრდებულ ქალთა თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული ქალები თექაზე მუშაობას №5 დაწესებულებაში მოქმედი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში სწავლობენ. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მათ შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ექსპოზიცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დაათვალიერა.

ევროპის სახლის საგამოფენო დარბაზში, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, საქართველოში გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლობების, ასოციაციის „ქალი და ბიზნესი“, საერთაშირისო ორგანიზაციის „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ და ნორვეგიის ქალთა სწავლება „ნდობის“ ორგანიზებით ჩატარდა.

მსჯავრდებულთა რეაბილტაცია, დასაქმება და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ქალ მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა პერმანენტულად იმართება და მიღებული თანხა მათივე ანგარიშზე ირიცხება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...