planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/sichibnava.jpg2020 წლისთვის საქართველოში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება საკმაოდ რეალურია, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა .როგორც სიჭინავამ აღნიშნა, 2014 წლისთვის უნდა არსებობდეს ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც წარედგინება უეფა-ს, თუ საქართველოს რომელ ქალაქებში გაიმართება ჩემპიონატი.მისივე ინფორმაციით, საუბარია თბილისზე, ბათუმზე, ქუთაისზე,ხოლო სამომავლოდ კიდევ ორი ქალაქი დაკონკრეტდება.სიჭინავამ ხუმრობით ისიც თქვა, რომ არ გამორიცხავს ამ ქალაქებს შორის ლაზიკაც იყოს.მისი განცხადებით, უეფა-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საჭიროა 12 სტადიონისა და 24 საცხოვრებელი ბაზის აშენება.ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ქართული ფეხბურთისთვის ერთგვარი გამოწვევაა.“ეს არის ერთგვარი გამოწვევა ქართული ფეხბურთისთვის, ფედერაციას მოუწევს დიდი სამუშაოების გაწევა”, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თურქეთში უეფა-ს კონგრესის ფარგლებში ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბებიან და სამომავლო სამუშაოებზე იმსჯელებენ.უეფამ “ევრო-2020″-ის მასპინძელი ქვეყანა 2014 წელს უნდა დაასახელოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts