Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს გაერო-ს ერთობლივი პროგრამის პრეზენტაციით აღნიშნავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/4421564-300x250.jpgგაერთიანებული ერების ორგანიზაცია ქალთა საერთაშორისო დღეს გაერო-ს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” პრეზენტაციით აღნიშნავს.

პროგრამის მიზანია, ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპის დანერგვას, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თემის დონეზე ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობის გაზრდას შეუწყოს ხელი.

აღნიშნული პროგრამის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა “ქალთა საკითხი საქართველოში მე-19 – მე-20 საუკუნეების მიჯნაზე” გაიხსნა.

გამოფენა წარსულში ქალთა საკითხის ირგვლივ გამართულ დებატებსა და მოსაზრებებს ეხმაურება და მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქართველ საზოგადო მოღვაწე ქალებს, მათ ისტორიებს, ნარკვევებს, წერილებს და პუბლიკაციებს, ასევე იმ მამაკაცებს წარმოაჩენს, რომლებიც ქალთა ემანსიპაციას უწყობდნენ ხელს.

რაც შეეხება პროგრამას “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში”, იგი “შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” ხელშეწყობით განხორციელდება და ამ პროცესში გაერო-ს 3 სააგენტო, კერძოდ “გაერო-ს განვითარების პროგრამა”, “გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია” და “გაერო-ს მოსახლეობის ფონდი” მიიღებს მონაწილეობას.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...