planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/map.kiribati-300x220.gifწყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფო კირიბატი ფიჯიზე გადასახლებლად მიწის ყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანოტე ტონგმა განაცხადა.მისი თქმით, ფიჯის მთავრობასთან ქვეყნის სიდიდით მეორე კუნძულზე – ვანუა-ლევუზე მიწის ყიდვის შესახებ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, კლიმატური ცვლილებები კირიბატის მოსახლეობისთვის გადარჩენისთვის ბრძოლას ნიშნავს, რომელშიც მისი ქვეყანა დამარცხდება.თუმცა, BBჩ-ს ცნობით, კირიბატის მოსახლეობის ორ ათას კილომეტრში მდებარე კუნძულის გადასახლება მონუმენტალური შრომა იქნება.კუნძულოვანი სახელმწიფოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კირიბატის მოსახლეობის ნაწილი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გადასახლებას საკუთარი სახსრებით შეძლებს.კირიბატის ტერიტორია 32 მარჯანის ატოლისგან შედგება, რომელთა უმრავლესობა წყნარ ოკეანეში იძირება. ზღვის დონის მუდმივი აწევის გამო ეს საფრთხე ყველა კუნძულს ემუქრება, რომლებზეც 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts