planetanews Posted March 8, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 8, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60203.jpg კუნძულ უტოიაზე მომხდარი ტრადეგიის დროს დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მამა ოსლოში ჩადის. ავთო ლიპარტელიანი ანდრეს ბრეივიკის სასამართლო პროცესზე აპირებს დასწრებას. ბრეივიკის მიერ მოკლული გოგონას მშობელები აცხადებენ, რომ დაკავებული სულ ცოტა სამუდამო პატიმრობას იმსახურებს. ნორვეგიის საკმაოდ ჰუმანური კანონმდებლობის გამო ოჯახი მოითხოვს, რომ ბრეივიკი ევროკავშირის სასამართლომ გაასამართლოს.ნორვეგიის პროკურატურამ ანდრეს ბრეივიკს ბრალდებები ოფიციალურად წაუყენა. ადამიანს, რომელმაც 2011 წლის ივლისში ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე სისხლისღვრა მოაწყო და 77 ადამიანი იმსხვერპლა, საზოგადოების დესტაბილიზაციის მიზნით ტერაქტების მოწყობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით გაასამართლებენ. პროკურატურის წარმომადგენლები ბრეივიკს 19–გვერდიან საბრალდებო დასკვნას საათნახევრის განმავლობაში აცნობდნენ. ბრეივიკის ქმედებების შედეგად კუნძულ უტოიაზე 69 ახალგაზრდა დაიღუპა. სწორედ მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. კიდევ 8 ადამიანი კი ოსლოში სამთავრობო შენობასთან აფეთქების დროს დაიღუპა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ტეროტირისტს 21–წლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა თუ სასამართლო ბრალდებულს საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებად მიიჩნევს, სასჯელის ვადა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts