planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 დღეს ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტში პენსიის რეფორმის განხილვა მოხდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით 2012 წლის პირველი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისთვის დაგეგმილია, როგორც ფულადი სახის პენსიის, ასევე არაფულადი სახის, ჯანმრთელობის დაზღვევის გაცემა, ანუ შემოდის “საპენსიო პაკეტის” ცნება. გარდა ამისა, 67 წელს ზემოთ ექნება 140 ლარიანი საპენსიო პაკეტი, სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით გაცემული, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით.საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, მაგდა ანიკაშვილი და ჯონდი ბაღათურია გენდერულ დისკრიმინაციად აფასებენ იმას, რომ გაზრდილი პენსიის მისაღებად ქალბატონებს 7 წლით მოუწევთ ლოდინი, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ - ორი.გიგი წერეთელი არ დაეთანხმა ბაღათურიას გამოსვლას და აღნიშნა, რომ ქალბატონებს შეუძლიათ პენსიაზე როგორც 60 წლიდან, ისე 65 წლიდან გავიდნენ, მამაკაცებს კი მხოლოდ 65 წლიდან აქვთ ამის შესაძლებლობა და იმ შემთხვევაში, თუ 65 წლიდან გავა ქალბატონიც პენსიაზე, მასაც 2 წლის განმავლობაში მოუწევს ლოდინი გაზრდილი პენსიის მისაღებად.ჯონდი ბაღათურია განხილვის განმავლობაში ცდილობდა უმრავლესობის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ პენსია საარსებო მინიმუმს უნდა გაუტოლდეს. “ქართული დასის” გამოთვლით ეს 170 ლარია, თუმცა უმრავლესობის განცხადებით, პენსიის გაზრდა იმ ბიუჯეტის გათვალისწინებით მოხდა, რაც ქვეყანას აქვს.ბაღათურიას მოთხოვნას წარმოადგენდა ისიც, რომ ცვლილებები არა სექტემბრიდან, არამედ აპრილიდან განხორციელდეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ ბაღათურიას შეთავაზა ინიციატივები კომიტეტს წინადადების სახით მიაწოდოს.გარდა ამისა, პენსიის დანიშვნის საფუძვლებიდან ამოღებულია შშმ პირების სტატუსის მინიჭება და მარჩენალის დაკარგვა, ხოლო მის ნაცვლად შემოღებული იქნება სოციალური პაკეტი.“საიას” წარმომადგენლის თათული თოდუას განცხადებით, სოციალური პაკეტის გაცემის წესები, მოცულობა მთავრობის დადგენილებებით დარეგულირდება:“ამ ადამიანთა ბედი გამოდის პარლამენტის კონტროლიდან და უფლება გადაეცემა მთავრობას, ვფიქრობთ, ეს არასწორია, რადგან მთავრობის მიერ გადაწყვეტილების პროცესი ნაკლებად გამჭვირვალეა, ვიდრე პარლამენტში მიმდინარე პროცესები. მთავრობის ბრძანებები, დადგენილებები წინასწარ არ ქვეყნდება, სხდომები, როგორც წესი, დახურულია და მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვეტილების პროცესზე გავლენა მოახდინონ, ვფიქრობთ ეს ფუნქცია პარლამენტის კომპეტენციაში უნდა დარჩეს,” – აღნიშნა თოდუამ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts