planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images-1.jpg“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში არსებული ცვლილებები საერთაშორისო ფონდებზე არ ვრცელდება, მათ შუძლიათ თავისუფლად იმოქმერდონ“,-განაცხადა აკაკი მინაშვილმა.როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო ფონდების მიერ დასმული გარკვეული საკითხები იყო, რაც ამოწურულია.„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი მიზანი პარტიების ინსტიტუციონალური განვითარება და ხელშეწყობაა და არა მათთვის ხმების მოგროვება, შეუძლებელია მათი საქმიანობა შეიზღუდოს. დღეს იყო აზრთა გაცვლა- გამოცვლა, თუ რა შეიძლება კანონში იყოს დამატებული მეტი გარანტიებისთვის, რაზეც მუშაობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული იქნება“,-აღნიშნა მინაშვილმა.მისი თქმით, კანონით ისედაც მკაფიოა, რომ საერთაშორისო ფონდების საქმიანობა არ იზღუდება, მაგრამ რადგან არსებობს გარკვეული წუხილები, კანონში დამატება შევა, თუმცა ეს დამატება ახალი მუხლი იქნება, ქვეპუნქტი თუ უბრალოდ ერთი წინადადება, ამაზე მსჯელობა დაიწყო და საბოლოო ფორმულირებაც ჩამოყალიბდება.დღევანდელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის დავალებით გაიმართა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts