planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/81-300x2051.jpgპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მცხეთის მოსახლეობას მოუწოდებს ნუ წამოეგებიან ხელისუფლების ხრიკებზე.ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მცხეთაში “ქართული ოცნების” ოფისის გახსნისას განაცხადა.მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარია მოსახლეობა ობიექტურ ინფორმაციას ფლობდეს, ნუ ხელისუფლებს ხრიკებს ნუ წამოეგება და გონივრულ არჩევანი გააკეთოს.როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს პოლიცია ხალხის დამთრგუნველ ინსტრუმენტად აქციოს.„მე მინდა, შტაბის უფროსს და საერთოდ მცხეთის მოსახლეობას ნელ-ნელა გააქტიურებისკენ მოგიწოდოთ. შტაბის უფროსს და მის თანამშრომლებს კი ხალხის დაცულობაზე მეტი ყურადღების გამახვილებას ვთხოვ, რადგან მოგეხსენებათ, დღევანდელი ჩვენი პრობლემა, ჩვენი ხელისუფალია, რომელიც ცდილობს პოლიცია ხალხის დამთრგუნველ ინსტრუმენტად გამოიყენიოს.პოლიციის თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ მეტად დაიცვან კანონი. მე დარწმუნებული ვარ, პოლიციაში უამრავი პატიოსანი ადამიანი ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ იქ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ცდუნებას ვერ უძლებენ და ხელისუფლების მიერ გაცემულ უკანონო ბრძანებებს ექვემდებარებიან. მე მათ მივმართავ, უკანონო ბრძანებებს ნუ დაემორჩილებით”, – აღნიშნა ივანიშვილმა.დღესვე ოფისის გახსნის შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts