planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გაბრიელაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უმასპინძლეს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურა გააცნეს.დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე და ამავე კომიტეტის გასვლითი სხდომა შედგა. ცნობისთვის, 2012 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო.კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილნი იქნებიან სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში, წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში და სხვ.თანამემამულის სტატუსის მიღების მსურველი ადამიანი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს.როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა, პირველად შედგა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან.მისი თქმით, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს აინტერესებთ, თუ რამდენად დიდია თანამემამულის დოკუმენტის მიღების მსურველი ადამიანების აქტივობა.„უმნიშვნელოვანებია სამოქალაქო რეესტრის სერვისი უცხოეთში მყოფი ადამიანებისთვის, რომელიც თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენას ონლაინ რეჟიმში ითვალისწინებს. ამ პროგრამის პოტენციური ბენეფიციარები სწორედ საზღვარგარეთ იმყოფებიან, ამიტომ მოუხერხებელი იქნებოდა მათთვის საქართველოში ჩამოსვლა და განაცხადის ადგილზე გაკეთება“,–განაცხადა დავითაიამ.პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ნუგზარ წიკლაურის თქმით, აღნიშნული შეხვედრა პატლამენტის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია.„აღნიშნული პროექტით ჩვენ უფრო აქტუალური უნდა გავხადოთ უცხოეთში მყოფი თანამემამულეთა ურთიერთობა ისტორიულ სამშობლოსთან“,–აღნიშნა პარლამენტარმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts