planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/mmm-212x300.jpgქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფონდი საქართველოში, აწყობს ქართველი ქალი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენას და დისკუსიას სახელწოდებით „სხვა 8 მარტი“. (პროექტის სახელწოდება გამოხატავს პროსტესტს ამ დღესასწაულის საბჭოთა პერიოდში შეძენილი კონტექსტის მიმართ).გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტო, ვიდეო, ფერწრული და გრაფიკული ნამუშევრები, ინსტალაციები, მოეწყობა პერფომანსი გენდერული თანასწორობის თემაზე.ღონისძიების მიზანია, 8 მარტი არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ყვავილების ჩუქების რიტუალით. ამ დღეს ქალთა პრობლემებზე მსჯელობა და საზოგადოებისთვის მათი არსებობის შეხსენებაც უნდა ხდებოდეს.8 მარტის დაარსება, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. (1857 წლის 8 მარტსნიუ-იორკშიმუშაქალებიგაიფიცნენაუტანელისამუშაოპირობებისადაძალზემწირიხელფასისგამო. ქუჩაშიგამოსულიგაფიცულიქალებიპოლიციამდაარბია).ქალთა შრომითი დისკრიმინაცია საქართველოშიც აქტუალური საკითხია. (იხ. დანართი #1, კვლევა და სტატისტიკა), ამიტომ ქალთა ფონდმა გადაწყვიტა, სწორედ ამ თემის მიმართ გაემახვილებინა საზოგადოების ყურადღება და გამოხმაურებოდა ქალთა საერთაშორისო დღეს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts