Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონკურსის ”Imagine Cup” გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება


Recommended Posts

საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას Microsoft-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსში ”Imagine Cup”. კონკურსში გამარჯვებული გუნდი ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება. კონკურსის თემაა სამყარო, სადაც ტექნოლოგია ჩართულია მსოფლიოს აქტუალური პრობლემების მოგვარების პროცესში.

”Imagine Cup”-ში მონაწილეობა 16 წლის ზემოთ ნებისმიერ სტუდენტს ან მოსწავლეს შეუძლია. პირველი ეტაპი  7 მარტიდან 15 აპრილამდე ჩატარდება. რეგიონალური ფინალი, რომელშიც 10 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას,  თბილისში 28 აპრილს გაიმართება.  პირველ ადგილზე გასული გუნდი 2012 წლის 6-10 ივლისს  ავსტრალიაში მსოფლიო ფინალზე გაემგზავრება, სადაც წარმატების შემთხვევაში,  25 000 დოლარს პრიზის სახით მიიღებს.

დღეს, კონკურსთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა,  USAID-ს მისიის ხელმძღვანელმა  საქართველოში სტივენ ჰაიკინმა, Microsoft-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი ბაზრების გენერალურმა მენეჯერმა ვერონიკა პრიკრილოვამ და მაიქროსოფთ საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა ბრიფინგი გამართეს.

 

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით იმართება და მას „მაიქროსოფთ საქართველო“ და სამინისტროს „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა“ ატარებს. მხარდამჭერებს შორისაა  კომპანიები ”სინგულარ ჯგუფი” და ”ალგორითმი”.

ავსტრალიაში ფინალისტთა გამგზავრება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ფინანსური მხარდაჭერით მოხდება. პროექტი  საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგების, მათ შორის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო დარგის, კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...