Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge `დასავლეთმა ბანდიტი პუტინი უნდა გაასამართლოს!~ ანუ ხუთი მითი პუტინზე


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1453340_20120307131036.gif-150x150.jpgდასავლური მედიის ყურადღება მხოლოდ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიმართული და ეს გასაკვირიც არაა, რადგან რუსეთის სათავეში პუტინის მესამედ მოსვლა მსოფლიო წესრიგის სერიოზულად შეარყევს.

`კრემლის ბელადმა პუტინმა გვირგვინი დაიდგა და საკუთარ თავს კიდევ 6 წელი აჩუქა რუსეთის ტახტზე, _ წერს `უოლსტრიტ ჟურნალი~, _ ანტიპუტინური მიტინგები ერთადერთი დადებითი ცნობებია რუსეთიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დენოკრატიამ ძალიან, ძალიან შორს გადაიწია რუსეთში.~

`ფანეშელ თაიმსი~: `პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადა მისთვის უკანასკნელი იქნება, პუტინის გამარჯვება მისი დამარცხების დასაწყისია~. გამოცემის აზრით, დასავლეთმა რუსეთის ოპოზიციის ლიბერალურ ნაწილთან უნდა აწარმოოს დიალოგი, რათა რუსეთში თავი აარიდოს დემოკრატიის უხეშ განვითარებას. დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში, რათა პუტინის ეპოქა ქაოსით არ დამთვრდეს და დემოკრატიაზე გადასვლა ხავერდოვნად მოხდეს. რაც უნდა იყოს, რუსეთის მომავალი ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული და ე.წ. ორშაბათის მიტინგებზე გამოჩნდება, თუ როგორი იქნება რუსეთის მომავალი. იწყება ხანგრძლივი ბრძოლა კრემლის მანქანასა და ახალგაზრდობას შორის, რომელსაც შეუძლია, თავისი აზრის გამოხატვა და ინტერნეტით ამომრჩევლებთან ურთიერთობა.

რუსეთის ეკონომიკის აღსადგენად, პუტინს მოუწევს მოდერნიზაციის განხორციელება, რომელიც არ გამოუვიდა დიმიტრი მედვედევს. რუსეთის რეფორმაცია გულისხმობს გახსნილობასა და ცივი ომისდროინდელი წარმოდგენების უარყოფას, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომ პუტინმა შეძლოს.~

გამოცემა `თაიმსი~: `არჩვნებზე პუტინი თავის მეუღლესთან, ლუდმილასთან ერთად მოვიდა და გააქარწყლა მოარული ინფორმაცია, რომ მეუღლესთან გაშორებულია. ბოლო დროს, მათ ერთად აღარ ხედავდნენ. როგორც ჩანს, ქალბატონ ლუდმილას რუსეთის პირველი ლედის სტატუსში ვიხილავთ.

პუტინის გამარჯვების მიუხედავა, `ედინაია როსიას~ პოპულარობა დაეცა და პუტინი იძულებული გახდება, ახალი პარტია ჩამოაყალიბოს და ახალი კონსენსუსი შეიმუშავოს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. პუტინის მოწინააღმდეგეებმა იციან: რაც მეტად იწონებს პუტინი თავს ძლევამოსილებით, მით უფრო დიდია აფეთქების რისკი, რაც რუსეთში არავის სურს.~

ხუთი მითი პუტინზე `ვაშინგტონ პოსტის~ მიხედვით

მითი პირველი: `არჩევნებში გამარჯვება პუტინს რუსეთის სამუდამო პრეზიდენტად აქცევს!~ სინამდვილეში, პუტინის `ნეოცარიზმი~ უკვე ირყევა _ რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა უკმაყოფილოა კორუფციით, პრობლემებით და ყვირის: `დოსტალი!~ ამ მომენტისათვის პუტინი, როგორც პოლიტიკოსი, იმისთვის იბრძვის, რომ გადარჩეს.

მითი მეორე: `პუტინი ნავთობისა და გაზის კოლოსალურ რესურსს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს~. ყველაფერი კი, პირიქითაა _ რუსეთის ეკონომიკა ნავთობისა და გაზის მძევალია, რადგან რუბლის მაღალი კურსის გამო, რუსეთის მრეწველობა, იმპორტულთან შედარებით, ძალიან ძვირია.

მითი მესამე: `პუტინს უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა!~ სინამდვილეში, პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ მეზობელი ქვეყნების ლიდერები სუვერენიტეტზე უარს არ იტყვიან. რუსეთის შედარებით მდიდარ მოქალაქეებს კი, არ სურთ, ხელისუფლებამ სუბსიდიები გასცეს მეზობელ ქვეყნებზე და ემიგრანტებით აივსოს რუსეთის დედაქალაქი.

მითი მეოთხე: `პუტინის თამამი გამარჯვება ბოლო დარტყმა იქნება დემოკრატიულად განწყობილი ოპოზიციისათვის~. ლევადა-ცენტრის მონაცემებით, ამომრჩეველთა 35%-I პუტინის გამარჯვებას ლეგიტიმურად არ თვლის. ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონფრონტაცია გრძელდება.

მითი მეხუთე: `აპუტინის ანტიამერიკული განწყობა ნიშნავს, რომ აშშ-ის მცდელობა, გააუმჯობესოს ურთიერთობა რუსეთთან, წარუმატებელი იქნება~. პუტინთან საერთო ენის გამონახვა იოლი არ იქნება, მაგრამ პუტინი პრაქტიკული ადამიანია და მისი მოქმედები პრაგმატულია, თუ ეს რუსეთის ინტერესებს ეხება. პუტინი აცნობიერებს, რომ ძალიან ბევრ სფეროში აშშ-ისა და რუსეთი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.~

`დასავლეთმა ბანდიტი პუტინი ხმამაღლა უნდა გაასამრთლოს!~

გარი კასპაროვი წერს: `პუტინის გამარჯვებამ აჩვენა, თუ რამდენად მძლავრობს კორუპცია რუსეთში, რომელმაც პუტინის 12-წლიანი მმართველობის პერიოდში ფესვები ღრმად გაიდგა. რუსეთი მაფიოზური სახელმწიფოა, რომელიც შეურაცხმყოფელია ღირსების მქონე ადამიანისთვის. პუტინის რეჟიმში კიდევ უფრო გააქტიურდება რეპრესიული მანქანა, ეკონომიკური კოლაფსი და ქაოსი დღითიდღე გაიზრდება.

პუტინი გლობალური საშიოშროებაა მსოფლიოსთვის, პრეზიდენტის პოსტზე მას სრული კონტროლი ექნება ნავთობზე, გაზსა და ბირთვულ არსენალზე. პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი საშიში ელემენტი ისაა, რომ იგი მაქსიმალურად ძაბავს და ამწვავებს ირანისა და ისრაელის ურთიერთობას.~

კასპაროვი თვლის, რომ დასავლეთის ლიდერებმა ხმა უნდა აიმაღლონ, რათა პუტინმა და მათ, ვინც მის ბინძურ საქმეებს აკეთებენ, იცოდნენ, რომ იმ მხეცობისთვის, რომელიც ჩაიდინეს, პასუხს მოსთხოვენ!

P.შ. რუსეთში 4 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ამერიკელი სენატორი ჯორ მაკკეინიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ `ტვიტერში~ დაწერა: `ძვირფასო ვლად, გასაკვირია! _ შენ მოიგე. რუსი ხალხიც ტირის!~

შეგახსენებთ: მანეჟის მოედანზე ვლადიმერ პუტინის მომხრეთა მიტინგზე, რომელიც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის გამარჯვებას აღნიშნავდნენ, კამერებმა პუტინის ცრემლები დააფიქსირეს.

ამასთან, როგორც `სი-ენ-ენ~-ი იუწყება, მაკკეინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს `თაღლითობა~ უწოდა.

`რუსეთის არჩევნები თაღლითობა აღმოჩნდა. `არაბული გაზაფხული~ რუსეთში უკვე დადგა და ის გაგრძელდება. იგივე მოხდება ჩინეთშიც. ჩვენ ახალ თანამედროვე მსოფლიოში ვცხოვრობთ, რომელიც 21-ე საუკუნეა. დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი მუდმივად არ მოითმენს კორუმპირებულ ხელისუფლებას,~ _  ამბობს მაკკეინი.

მარიკა კახაძე

`ქართული სიტყვა~

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...