Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge სადაზღვევო კომპანიები პედაგოგებს დასცინიან?!


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/201007134945-150x150.jpgმართალია, პარლამენტის ტრიბუნიდან მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო კომპანიები `მსუბუქად გააკრიტიკა~, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საქართველოში სადაზღვევო ბიზნესი ხელისუფლების ხელშეწყობით ყვავის. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია `ტკვარცალებს~, გავლენიანი სადაზღვევო კომპანიებს `ნაციონალთა~ ოჯახის წევრები `კრიშავენო~. `ანტინაციონალთა~ თქმითვე, `დაკრიშვის~ სცენარი, დაახლოებით, ასეთია: მთავრობა ამა თუ იმ სადაზღვევო პროგრამაზე ტენდერს აცხადებს, რომელშიც ის კომპანია იმარჯვებს, რომელსაც `ანგარიშგასაწევი მფარველი~ ჰყავს… დენტერი ყოველ წელს `საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის, ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევაზეც~ ტარდება. ამ პროგრამას, რომელიც 2008 წელს დაიწყო და 2013 წლამდე გასტანს, პედაგოგთა მდგომარეობა თითქოს უნდა შეემსუბუქებინა, მაგრამ…

ქეთევან გარაშვილი, მასწავლებელი: `_ მოგეხსენებათ, ადამიანი ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. ამიტო, თავდაპირველად ამ პროგრამის იმედი მქონდა და ვფიქრობდი, რომ დაზღვევა სამედიცინო ხარჯებს, ასე თუ ისე, შემიმსუბუქებდა, თუმცა წვალებისა და აქეთ-იქით სირბილის მეტი ხელში არაფერი შემრჩა.

_ კონკრეტულად, რა ,,წვალებაზე” საუბრობთ?

_ რა და, ჩვენთან,,გადამისამართებები~ ისევ კარგად მუშაობს, ანუ პრობლემა რომ გაქვს, ერთი ინსტანციიდან მეორეში გაგზავნიან, მეორედეან _ მესამეში და ამ სირბილში იმდენი თანხა იხარჯება, რომ ამ ფულით პრობლემებს დაზღვევის გარეშეც მოვიგვარებდი. ამასთან, სადაზღვევო კომპანიების კლინიკებში ძალიან ცუდი პირობებია: ყოფილა შემთხვევა, რომ რიგში რამდენიმე საათს ვმდგარვარ, მაგრამ ექიმამდე მაინც ვერ მიმიღწევია. დაზღვევით ზოგი გამოკვლევა ფინანსდება, ზოგი _ არა, თუმცა როცა სადაზღვევო კომპანია ხელშეკრულებას გვიდებს, ამას არ გვეუბნება. მთავარი პრობლემა კი მაინც ისაა, რომ სადაზღვევო მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციის თანხას ანაზღაურებს და რა გამოდის: ვიდრე ადამიანი სიკვდილის პირას არ მივა, არავინ მიხედავს?!

_ ქალბატონო ქეთევან, არ გიცდიათ, რომ დახმარებისთვის ვინმესთვის მიგემართათ?

_ ვის უნდა მივმართო? ჩვენს დაზღვევას სახელმწიფო აფინანსებს, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს სადაზღვევო კომპანიების მუშაობა და მათ სადაზღვევო პირობების სამართლიანად შესრულება მოსთხოვოს, მაგრამ ჩვენთვის შედგენილი სადაზღვევო პაკეტები ისეთია, როგორიც სადაზღვევო კომპანიებს აწყობთ.~

სადაზღვევო კომპანიების მიმართ პრეტენზიები უნივერსიტეტების თანამშრომლებსაც აქვთ, მით უმეტეს, რომ მათზე ე.წ. უფასო დაზღვევის პროგრამა არ ვრცელდება და სადაზღვევო კომპანიებს ყოველთვიურად გარკვეულ თანხას უხდიან.

ნინო თევდორაშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: `_ ჩვენ, მასწავლებლებისგან განსხვავებით, დაზღვევა არ გვინაზღაურდება და მთლიანად უნივერსტეტის კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებულნი.

_ `უნივერსიტეტის კეთილი ნება~ რას ნიშნავს?

_ სადაზღვევო კომპანია გვიფორმებს კორპორატიულ დაზღვევას, აქედან 20%-ს სასწავლებელი ფარავს, დანარჩენს კი, ჩვენ ვიხდით. სადაზღვევო კომპანია ,,აი სი ჯგუფში~ 35-ლარიანი დაზღვევა მქონდა, აქედან 10 ლარს უნივერსტეტი მიხდიდა, დანარჩენს მე ვფარავდი, მაგრამ დაზღვევა ვერაფერში გამოვიყენე.

_ რატომ?

_ ოპერაცია დამჭირდა, რომლის ხარჯებიც, წესით, სადაზღვევო კომპანიას უნდა აენაზღაურებინა, მაგრამ რეალურად, ერთი თეთრიც არ გადაუხდია. კომპანიაში მითხრეს, ხელშეკრულებაში გიწერიათ, რომ ონკოლოგიური დაავადებები არ შედის ჩვენს დაზღვევაშიო. არადა, ხელშეკრულება გულდასმით წავიკითხე და ეს პუნქტი არ შემხვედრია. შემდეგ, მითხრეს, რაღაც პუნქტის ქვეპუნქტიაო, მაგრამ ხომ უნდა მაჩვენო ეს ქვეპუნქტი, არა?!

ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მედიკამენტების 70%-ი ნაზღაურდებოდა, მაგრამ დანიშნულება რომ მივიტანე, აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ 2-ლარიან წამლების საფასურს ანაზღაურებდა, იმ წამლებს კი, რომლებიც ძვირია, _ არა. როცა ამაზე სადაზღვევო კომპანიას პასუხი მოვითხოვე, მითრხრეს, ხელშეკრულებაში ეს მუხლი ვარსკვლავითაა აღნიშნული და უნდა დაინტერესებულიყავითო.

_ იყო თუ არა ვალდებული სადაზღვევო კომპანიის აგენტი, რომ თქვენთვის ყველაფერი ეს განემარტა?

_ დიახ, სადაზღვევო აგენტი ვალდებულია, ყველაფერი აგიხსნას, მაგარამ მასაც თავისი ინტერესი აქვს.

_ რა ინტერესი?

_ ყველაფერი გარკვევით რომ ახსნას, შემოთავაზებულ პირობებს ბევრი არ მიიღებს. მისთვის უკეთესია, რომ ბევრი დააზღვიოს.

_ ამ ფაქტებზე პასუხი არავის მოსთხოვეს?

_ ვისთვის უნდა მომეთხოვა? _ ხელშეკრულება შედგენილი ისე იყო, რომ ბრალი დაუდევრობაში დამდეს. ჩვენს ქვეყანაში სამართალს იპოვი?! სადაზღვევო კომპანიები ძალიან ბევრს იტყუებიან და თუ სამედიცინო ტერმინოლოგია გათავისებული არ გაქვს, ყველაფერს სათავისოდ ირგებენ.~

`ქართული სიტყვა~ სადაზღვევო კომპანია `აი სი ჯგუფთან~ ცდილობდა დაკავშრებას, თუმცა კომპანიის ოპერატორმა პასუხისმგებელ პირთან, უბრალოდ, არ დაგვაკავშირა…

ისწინებენ.

ცაბო გუგუნაშვილი

ქვეყნდება ინტერნეტგამოცემა “არგუმენტი.გე”–ს და გაზეთ “ქართული სიტყვის” თანამშრომლობის ფარგლებში

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...