planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/FFA7959D-150x150.jpgლუის ნავაროს თქმით, 2011 წლის დეკემბერში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებებს NDI–ს საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია.ამის შესახებ დღეს, ჟურნალისტებს საქართველოში NDI-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.ნავარომ აღნიშნა, რომ NDI-ზე რაიმე განსაკუთრებული პრივილეგია არ ვრცელდება და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაზე ერთნაირი რეგულაციები მოქმედებს.თუმცა ხელმძღვანელმა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იცის, რომ მათი ძირითადი შეშფოთების საგანი ის არის, რომ კანონში ზუსტად გაწერილი “კრიტერიუმები, პროცედურები და განრიგი” არ არსებობს იმისა, თუ რის მიხედვით ხდება მოქმედება.“პარლამენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობენ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოუთმენლად ელოდება მოლაპარაკებების შედეგებს და იმას, აღმოიფხვრება თუ არა ხარვეზები.“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი შეხვედრა ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts