Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge ქეთა თოფურია: არ მინდა გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/topuria-150x150.jpg„მე ვარ მომღერალი რომელიც ხალხისთვის მღერის და არა პოლიტიკისთვის“,-ეს განცხადება მომღერალმა ქეთა ტოფურიამ, 23 თებერვალს ლუჟნიკების სტადიონზე

გამართულ  კონცერტზე გამოსვლისას ატეხილი აჟიოტაჟის გამო გააკეთა.

განცხადების თანახმად, ქეთა თოფურია უკმაყოფილოა ჟურნალისტების არასწორი და არაპროფესიონალი დამოკიდებულებით მისი ინტერვიუების მიმართ.

“მესმის, რომ უნდათ, გააკეთონ სკანდალური სიუჟეტები, მყვირალა სათაურებით გაყიდონ ჟურნალ-გაზეთები, მაგრამ ამისათვის ჩემი ნათქვამის დამახინჯება, გადაკეთება, დაჭრა, კონტექსტიდან ამოღება და ისე მიწოდება მკითხველისთვის, არ შეიძლება. მირეკავენ და მისვამენ პროვოკაციულ კითხვებს. შემდეგ ისე დაჭრიან ჩემს ნათქვამს, რომ მე თვითონაც ვერ გამომაქვს შინაარსი, აღარაფერს ვამბობ მკითხველზე.ამის გამო მთელი ჩემი ინტერვიუს ტექსტის აზრი იკარგება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მე არ მაღელვებს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, ჩემი ხალხის და თანამემამულეების ბედი, რაც სრული აბსურდია და ამაში დამერწმუნება ყველა, ვინც კარგად მიცნობს და იცის ჩემი დამოკიდებულება ჩემი სამშობლოს მიმართ, სადაც დავიბადე, გავიზარდე, ჩამოვყალიბდი პიროვნებად, ადამიანად, დავეუფლე ჩემს პროფესიას, სადაც ცხოვრობენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები, ჩემი მეგობრები, კოლეგები, ნათესავები, სადაც ყოველთვის მომიხარია, ყოველ მეორე თვეს… უმორჩილესად გთხოვთ, მინდა ყველას მოგაწვდინოთ ჩემი ხმა და გულწრფელად გთხოვოთ, არ მინდა გავხდე ამ პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი, ნუ ჩამრევთ პოლიტიკაში, რადგან ეს არასოდეს ყოფილა ჩემი საქმე და არც არასოდეს იქნება. მე ვარ მომღერალი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა პროფესიული წარმატების მისაღწევად, მსმენელის კეთილგანწყობის და სიყვარულის მოსაპოვებლად, მომღერალი, რომელიც მღერის ხალხისთვის და არა პოლიტიკისთვის”, – განაცხადა ქეთა თოფურიამ.

თოფურიას თქმით, თქმით, 23 თებერვალს მისი ჯგუფი ლუჟნიკების სტადიონზე ადგილობრივ სადღესასწაულო კონცერტზე მიიწვიეს მონაწილეობის მისაღებად, რაზეც უარს ვერ იტყოდა, გამომდინარე იქიდან, რომ საკონცერტოი გამოსვლების განრიგს პროდიუსერები წერენ.

“ჩვენ არ ვართ არანაირ პოლიტიკურ თუ მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულები. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს ძვირფას ქართველ ხალხს – მე ვარ ქართველი, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი საქართველო, რომელთანაც მთელი ჩემი ცხოვრება მაკავშირებს, უბრალოდ ამჟამად ვმუშაობ აქ, სადაც მყავს პროდიუსერები, რომლებიც თვითონ წყვეტენ ჩვენი საკონცერტო გამოსვლების განრიგს – თუ სად, როდის და რომელ ღონისძიებაზე უნდა ვიმღერო… გულწრფელად გეტყვით,Mუდიდესი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ჩემს თბილისში, თუ მექნებოდა ასეთივე სამუშაო პირობები და ანაზღაურება, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვიცი, ეს შეუძლებელია…Aამიტომ არავინ თქვას, რომ ჩემს ადგილას ჩემოდნებს ჩაალაგებდა, შვიდ წლიან დაუღალავ შრომას, უძილობას დაივიწყებდა და დაუფიქრებლად იტყოდა უარს ყველაფერზე… ვერავინ დამაჯერებს ამას… რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, მას პირადად ჩემთვის კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია და ძალიან დიდ პატივს ვცემ. პოლიტიკა და პოლიტიკური შეხედულებები კი სულ სხვა თემაა, რომელშიც მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც ოდესმე ჩავერევი”, – ნათქვამია ქეთა თოფურიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...