planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60190.jpg ბაქოში გამართული ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ილჰამ ალიევმა მიხეილ სააკაშვილს ჰეიდარ ალიევის მუზეუმში უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტმა შთაბეჭდილებების წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილი დღეს აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოვა. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ არტურ რასი ზასედსთანაც. საქართველოს პრეზიდენტმა ილხამ ალიევთან პირისპირ საუბრის დროს საქართველო- აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ოფიციალური ბაქო საკუთარ კაპიტალს საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობაში ჩადებს, დაგეგმილია ერთობლივი ენერგეტიკული კომპანიის შექმნა, რომელიც ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპის ქვეყნებში განახორციელებს. მთავარი შეთანხმება, რომელიც უკვე გაფორმდა, კახში ქართული კულტურის ცენტრის გახსნაა, სადაც ქართული თეატრი და ბიბლიოთეკა განთავსდება. აზერბაიჯანული მხარე საქართველოს საზღვრის მიმართულებით ავტობანის მშენებლობასაც დაიწყებს, რომელიც თბილისი-რუსთავის ავტობანს შეუერთდება. დაგეგმილია რამდენიმე ახალი ერთობლივი პროექტის განხორციელება ტურიზმისა და სპორტის სფეროში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts