planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60194.jpg აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მილი-მეჯლისში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა ორი ქვეყნის ისტორიულ ურთიერთობებსა და მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.`დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ალიანსი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს,`- აღნიშნა პრეზიდენტმა და ამ კავშირის სიმტკიცეში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის როლზე ისაუბრა.პრეზიდენტმა ევრაზიული კავშირის შექმნის იდეაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი კავშირი ვერ იქნება წარმატებული. `ამას წინათ ზოგიერთმა ნოსტალგიურად განწყობილმა ლიდერმა მოსკოვში ახალი ძველი იდეა წარმოადგინა - ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა. მოდით, ნუ შევცდებით. სახელი ოდნავ შეიცვალა, მაგრამ შინაარსი მთლიანად უცვლელია... ამ კავშირს მრავალი სახელი აქვს, მაგრამ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა: ჩვენთვის, რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის, ეს არის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, რასულ ზადესა და ჩვენი წინაპრების ოცნების დასასრული. ეს პროექტი ვერ და არ იქნება წარმატებული. ის ვერ და არ იქნება წარმატებული, რადგან ხალხი არ დათმობს თავისუფლებას, ერები არ დათმობენ დამოუკიდებლობას და სახელმწიფოები კი - საკუთარი გზის არჩევის უფლებას,`- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის მომავალი არის ნატოსა და ევროკავშირში. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts