planetanews Posted March 7, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60196.jpg რუსეთის ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. საორგანიზაციო კომიტეტმა მოსკოვის მერიაში უკვე შეიტანა განაცხადი 10 მარტს ახალ არბატზე მრავალათასიანი მიტინგის გამართვის მოთხოვნით, თუმცა პასუხი დედაქალაქის მთავრობისგან ჯერ არ მიუღია. პუშკინის მოედანზე ოპოზიის მომხრეთა დარბევის შემდეგ აქტივისტების დაკავება გუშინ საღამოსაც გაგრძელდა.პუშკინის მოედანზე ამჟამად სამართალდამცველები პატრულირებენ. პუტინის გამარჯვებით უკმაყოფილო ხალხმა აქ შეკრება გუშინაც სცადა, თუმცა აქტივისტების ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცველებმა მოედანზე მისული 20-მდე ახალგაზრდა დააკავეს და განყოფილებაში არასანქცირებული მიტინგის მოწყობის ბრალდებით გადაიყვანეს.50-მდე აქტივისტი დააკავეს სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც მომიტინგეები პუტინის გამარჯვებასთან ერთად 2 დღის წინ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ. მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მოსკოვშიც და სანქტ-პეტერბურგშიც შეტაკების შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და გამოვლენილი დარღვევები იყო განხილვის მთავარი თემა ბრიუსელშიც. მოსკოვიდან დაბრუნებულმა ევროპარლამენტარებმა და რუსეთის დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ჯგუფების წარმომადგენლებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ არჩევნები არასამართლიანი იყო. იქ იმყოფებოდა მიხეილ ხადარკოვსკის ვაჟიც, რომელმაც არჩევნების პროცესი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პუტინი რუსი ხალხის არჩეული კანდიდატი არაა.არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისკენ კრემლს ვაშინგტონმაც მოუწოდა. შეერთებულ შტატებში უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობისთვის მზად არიან. ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი პირის პოსტს უკვე მესამედ 2 თვეში ოფიციალურად დაიკავებს. მაისში კი მას შესაძლოა არაფორმალურ გარემოში ბარაკ ობამაც შეხვდეს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts