Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - რელიგიური და ეთნიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება


Recommended Posts

საქართველოს პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც რელიგიური,

 

/get_img?ImageId=6639

 

რასობრივი, ენობრივი, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივი წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა დანაშაულის ჩადენისას.

კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც  დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.

როგორც კანონპროექტის ავტორები წერენ, კანონპროექტი ემსახურება ადამიანის დაცვას რასისტული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისგან.  დოკუმენტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები– კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. დოკუმენტის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...