Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხვალ კონტროლის პალატაში „ქართული ოცნების“ საჩივარს განიხილავენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kucnashvili2-300x1991.jpgკონტროლის პალატაში ხვალ, 7 მარტს საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა გაიმართება.

როგორც “ქართული ოცნების” იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნების” საჩივრის განხილვა ღია პროცესი იქნება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

“ჩვენ ვითხოვთ და ამას სარჩელში ვასაბუთებთ, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” მონიტორინგის სუბიექტი იყოს, რადგან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა. კონტროლის პალატა სრულიად დაუსაბუთებლად “ქართულ ოცნებას” ამ უფლებას ართმევს და მიიჩნევს, რომ მას არ აქვს უფლება ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ სიმპათია ჰქონდეს. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აღნიშნული საჩივარი კონტროლის პალატას 2 მარტს უნდა განეხილა, თუმცა 7 მარტისთვის გადადო.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...