Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ქალთა უფლებებზე 6 რეგიონში ღონისძიებები ჩატარდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/178624muxli.jpgსამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ორგანიზებით პროექტის “ადგილობრივი ქალების ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანა” ფარგლებში სამდღიანი სემინარი იმართება.

როგორც “ექსპრესნიუსს” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი”–დან აცნობეს, აღნიშნული სახის სემინარები საქართველოს 6 რეგიონის სხვადასხვა სოფლებში ჩატარდა.

პროექტი, რომელიც გერმანიის ,,საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების” მხარდაჭერითა და ფონდ ,,ტასოს” პარტნიორობით ხორციელდებოდა, 8 მარტს დასრულდება.

ორგანიზაციის ექსპერტების მიერ ჩატარებული სემინარები ეხებოდა სოფლად მცხოვრები ქალების ცოდნის ამაღლებას მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.

პროექტის მონაწილეები ეცნობოდნენ იმ უფლებებს, რომლიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით. ასევე, მექანიზმებს, რომლიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მიიჩნევს, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...