planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/news_12315.jpegხვალ 16:00სთ–ზე, სასტუმრო ციტადინში, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოალიცია სამართლიანობისათვის”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.ამის შესახებ “ექსპრრესნიუსს” ”კოალიცია სამართლიანობისათვის”–დან აცნობეს.ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობას ასახავს და თავს უყრის ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევების იმ ზოგადი ტენდენციების შესახებ, რომელსაც 2011 წლის განმავლობაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობა განიცდიდა.ანგარიში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ უფლებათა დარღვევებს შორის დისკრიმინაციას, გადაადგილების თავისუფლების, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების შელახვას ასახელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილების საკუთრების უფლებას და დაბრუნების უფლებას, რაც ავტორების მიერ ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ და მასობრივ უფლებადარღვევად არის შეფასებული. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ანალიზის საფუძველზე, ანგარიში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას ოკუპაციის განმახორცილებელ მხარეს, რუსეთის ფედერაციას აკისრებს.ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ”კოალიცია სამართლიანობისათვის” გაიმართება დისკუსია, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts