Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს მიმართავს, თუ საერთო საქმეს არ ეხმარება, არ დააზიანოს მაინც


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/81-300x205.jpg„საერთო საქმეს თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც”,- ასეთი განცხადება გააკეთა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა “სახალხო კრებისა” და “ქართული აკადემიის” წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, პოლიტიკაში საკუთარი თავისთვის მოვიდა, რადგან რომ არა საკუთარი სამშობლო, თავს არ გაწირავდა.

“პოლიტიკაში პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მოვედი, იმიტომ, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს არ გავწირავდი. ადამიანი პირველ რიგში საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს “მე” და “ჩემი”. ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც”, – მიმართა ბიძინა ივანიშვილმა “სახალხო კრების” წარმომადგენლებს.

ივანიშვილი 26 მაისს “სახალხო კრების” წარმომადგენელთა ქმედებებს გმირობად მიიჩნევს .

“სამწუხაროა, რომ ამ გმირობისთვის ზოგიერთი ადამიანი მძიმედ დაისაჯა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ეს ჩვენი მოძალადე ხელისუფლების ბრალია”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქის” გვერდზეა გამოქვეყნებული.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...