Jump to content
Planeta.Ge

ერორი- ბრიფინგი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/03_12/60181.jpg

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა. მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და დასაქმების სფეროებში პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივებს.

`ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზული პროექტებია. საუბარია ინვესტიციების შემოსვლაზე, ახალი ჰესების მშენებლობაზე, ახალი კლინიკების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თითოეულ ამ სექტორში ჯამურად დასაქმებულია რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ხოლო თითოეული ჰესის მშენებლობაზე 13 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება,`- განაცხადა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმა საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შედეგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, საზღვარი უვიზოდ რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ გადმოლახა.

მან საქართველოს ზემოხსენებულ ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მთავრობის რეაქცია არაადეკვატურად მიიჩნია.

`სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის საპასუხო რეაქცია არაადეკვატური აღმოჩნდა. საქართველოში უკვე ყველამ დაინახა, რომ ეს არის თემა, რომელზეც პრაქტიკულად, მცირედი გამონაკლისის გარდა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთ აზრზე დგას. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ფარგლებში მოხდება,`- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ თავისი ბრიფინგი პრეზიდენტის ბაქოში დაგეგმილ დღევანდელ ვიზიტზე საუბრით დაასრულა. პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება; გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია; იგეგმება პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...