planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60182.jpg მსხვერპლით დასრულდა უბედური შემთხვევა კახეთში. სოფელ რუისპირში სკოლის ეზოში მდებარე გაუქმებული საქვაბე ჩამოინგრა და ნანგრევებში 2 მოსწავლე მოყვა. მე-8 კლასელი ბადრი ყველაიძე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდა მე-10 კლასელი გიორგი თანდილაშვილი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა თელავიდან პაციენტი მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. ექიმების შეფასებით, გიორგი თანდილაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა და მიტოვებულ შენობაში ბავშვები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ შესული. ადგილზე სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ. მკურნალობისა და გარდაცვლილის დაკრძალვის ყველა ხარჯს კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია დაფარავს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts