planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60189.jpg რუსეთის ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და ახალი აქციებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციამ უარი თქვა 8 და 9 მარტს დაგეგმილ მიტინგებზე, რადგან მერიისგან თანხმობა ვერ მიიღო. მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას ისინი მოსკოვში 10 მარტს გეგმავენ.`გუშინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რასაც ყოველთვის ვამბობდი. ჩვენ არ ვართ ლიდერები იმ სტიქიური პროცესის, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ დაიწყო, ჩვენ მხოლოდ მისი კოორდინატორები ვართ. ყველა მოქალაქე რომელიც მიტინგზე მოდიოდა სრულად ასრულებდა ჩვენს რეკომენდაციებს. გუშინაც მიტინგის ბოლოს სცენაზე გამოვედი და ავუხსენი როგორ უნდა დაეტოვებინათ მოედანი, მაგრამ წინა აქციებისგან განსხვავებით, გარკვეულმა ნაწილმა მოედანზე დარჩენა გადაწყვიტა. ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ დიალოგის არ ქონის და ხელისუფლების სიყრუის შედეგად, რომელსაც ის მომიტინგეთა მოთხოვნების მიმართ იჩენს, პროტესტი უფრო მეტად რადიკალურ ხასიათს იღებს,` აღნიშნა რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა ილია პანამარიოვმა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts