planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://rustavi2.com/news_photos/03_12/60178.jpg რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება ნატოს გენერალური მდივანიც. ანდრეს ფოგ რასმუსენმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდგომ რუსეთის ხელისუფლება და მისი პოლიტიკური კურსი თანმიმდევრული იქნება და ალიანსსა და მოსკოვს შორის ურთიერთთანამშრომობის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, რასმუსენმა აღნიშნა, რომ გაეცნო ეუთოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა პოზიციას, რომლებიც შედეგებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ. კითხვაზე - მოახდენს თუ არა არჩევნების შედეგები გავლენას ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვერც ერთი მესამე ქვეყანა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოს ნაცვლად, ალიანსის გადაწყვეტილება ახალი წევრებისთბის კარი გაღებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდება მაისში ჩიკაგოს სამიტზე. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts