Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის "მაესტრო" რამდენიმე პირის პასუხისმგებლობას მოითხოვს


Recommended Posts

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “მაესტრო” იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს, ვინც მათ საქმიანობაში ხელს უშლიდა:

 

“როდესაც "მაესტროს" ჟურნალისტები ჩავიდნენ გადასაღებად ქვიშხეთში, გაურკვეველმა პირებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩვენ გაგვაჩნია ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა. კანონში წერია, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლა ისჯება, ჩვენ მოვითხოვთ იმ ადამიანების პასუხისგებას, ვინც ამ ხელშეშლას ახორციელებდა, ჯერ არ ვიცით, ვინ არიან ისინი, მაგრამ მათი სახეები დაფიქსირებულია და ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომ შემდეგში აღიკვეთოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი ტიპის ზეწოლა”, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

 

საქმე ეხება ქვიშხეთში მცხოვრები 47 წლის სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს, როგორც “მაესტროს” ჟურნალისტები აცხადებენ, ქიმერიძის ნათესავმა მათ დაკრძალვის გადაღების უფლება მისცა, თუმცა მას შემდეგ, რაც გადამღები ჯგუფი ადგილზე ჩავიდა, გაურკვეველმა პირებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...