planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 სომხეთის ავიაკომპანიამ "არმავიამ", რომელიც სომხეთის ნაციონალური საჰაერო გადამზიდველია, რუსეთში ფრენები შეწყვიტა, - იტყობინება "ინტერფაქსი".როგორც აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, ფრენების შეწყვეტაზე აკრძალვა მიიღეს რუსეთის ზოგიერთი ავიაგადამზიდების დავალიანების გამო, თუმცა რომელმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება და რა ვალებზეა საუბარი, არ კონკრეტდება . ოფიციალური კომენტარები "არმავიას" ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია.ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "არმავიამ" განუსაზღვრელი ვადით გამოაცხადა გაფიცვა, მომსახურებაზე გაზრდილი ფასების გამო. დღეიდან უკვე გადაიდო რამდენიმე რეისი, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის მიმართულებით."არმავიას" თვითმფრინავები რეგულარულ ფრენებს 13 ქვეყანაში ახორციელებენ. რუსეთის მიმართულებით ავიაკომპანია ოპერირებს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, როსტოვში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკსა და სხვა ქალაქებში. სრულად ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts