Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პრაღაში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/images1.jpgპრაღაში მიმდინარე “ვიშეგრადის ჯგუფის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრების პარალელურად დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუამ-ის  სხდომას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი იური ლეანკე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინე გრიშჩენკო და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი ესწრებოდნენ.

სხდომაზე მინისტრებმა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, კონფლიქტების დარეგულირება, პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა და მისი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ სუამ-ის თავმჯდომარეობის 2012 წლის პროგრამა წარმოადგინა.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...