planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/03/a58b0789940be0ebb9f3b1d2b78f3f2b-300x168.jpgსახელოვნებო დაწესებულებების ნაწილს სამართლებრივი სტატუსი შეეცვალა.მთავრობის #73-ე დადგენილების შესაბამისად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) გადაკეთა.მთავრობის #74 დადგენილების თანახმად კი, სსიმ-ის სტატუსი მიენიჭა საქართველოს შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კონოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო #75 დადგენილებით – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას.მთავრობის შესაბამისი დადგენილებები “საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.აღნიშნული დადგენილებების შესაბამისად, სახელოვნებო დაწესებულებების რეორგანიზაცია 2012 წლის 20 მარტამდე უნდა განხორციელდეს. რეორგანიზაცია “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განხორციელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts