Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ადამიანის უფლებათა ცენტრი” სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას გულგრილობაში ადანაშაულებს


Recommended Posts

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას გულგრილობაში ადანაშაულებს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას გულგრილობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“იურისტებმა ნინო ანდრიაშვილმა და ეკა ქობესაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, კომისია გულგრილად ეკიდება საკუთარ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც ილახება მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 41 წლის პატიმარი გოჩა არჩაია გარდაიცვალა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო

“მსჯავრდებულთა მიმართვებს  კომისია ხშირად არც კი განიხილავს და დაუყოვნებლივ ზომებს არ იღებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმრების უფლებების დასაცავად. 22 თებერვალს გლდანის 18-ე მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 41 წლის პატიმარი გოჩა არჩაია გარდაიცვალა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ბოლო დრომდე უკიდურესად მძიმე იყო. მას რამდენიმე მძიმე დაავადება ჰქონდა. ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წლის 22 სექტემბერს მივმართეთ კომისიას და პატიმრის გათავისუფლება მოვითხოვეთ, მაგრამ მათ ჩვენი მიმართვა არც კი განუხილავთ”, – განაცხადა ნინო ანდრიაშვილმა.

იურისტების ინფორმაციით, კომისიას მათ, კიდევ ერთხელ, 2011 წლის 5 აგვისტოს რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ თემურ ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს, თუმცა ახმედოვის საქმეს რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

იურისტები მიუწოდებენ  სასჯელაღსრულების, პრობაციის, იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ კომისიას, დროულად დაინტერესდნენ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებებით და საქმეების სიმძიმის შესაბამისად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ.

“ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში ერთობლივ კომისიაში განსახილველად  შესული100-ზე მეტი განაცხადიდან კომისიამ მხოლოდ ორზე მოახდინა რეაგირება.

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...