planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/manjgaladze2-300x217.jpgპრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაჯამა.„პრეზიდენტის გამოსვლისას საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა, რომელიც რამდენიმე გამოწვევას ეხება და მათ შორისაა, დასაქმების პრობლემა“,-ასე აფასებს მანჯგალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერე პარლამენტში წარდგენილ ინიციატივებს.მისი თქმით, ამ მიმართულებით დაგეგმილია სერიოზული პროექტები, საუბარია ინვესტიციების შემოსვლაზე, ახალი ჰესების, კლინიკების მშენებლობაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მანვე აღიშნა,რომ ჰესების მშენებლობაზე 13 000 ადამიანი დასაქმდება.პრესსპიკერის თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა არის დემოგრაფიული საკითხი. ინიციატივის, რომლითაც მეოთხე და მეტი შვილის შემთხვევაში ოჯახი 2 000 ლარს მიიღებს, მისი ღირებულება დაახლოებით 15-20 მილიონი ლარია.მანჯგალაძის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან ყველა მრავალშვილიანი ოჯახი დაზღვევის სრულფასოვან პაკეტს მიიღებს; სახელმწიფო დაზღვევა ყოველ მეორე მოქალაქეს შეეხება და დაზღვეულთა საერთო რაოდენობა ორნახევარ მილიონ ადამიანს შეადგენს.როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე განათლების სექტორში განსახორციელებელი რეფორმა; გაიხსნება 23 ახალი სკოლა და 600 სასწავლებელი, გაიზრდება პედაგოგთა ხელფასები, გაგრძელდება სკოლების კომპიუტერიზაცია და ახალი ტექნოლოგიების შეტანა სკოლებში და ლაბორატორიული აღჭურვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts