planetanews Posted March 6, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted March 6, 2012 http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/1452968_201-150x150.jpgომონმა წუხელ მოსკოვის ცენტრში 300–მდე მომიტინგე დააკავა. ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ მისცა.რუსული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის იყვნენ ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს.ალექსეი ნავალნის განცხადებით, ათობით ადამიანს სასამართლომ უკვე შეუფარდა 15 დღიანი პატიმრობა, თუმცა შსს–ს მოსკოვის სამმართველოს პრესცენტრი აცხადებს, რომ 250 დაკავებული განთავისუფლებულია.მიტინგის დასრულების შემდეგ უდალცოვმა თავის მომხრეებს მოედანზე დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოედანს მას შემდეგ დატოვებს, როცა პუტინი კრემლიდან გავა.როგორც „ბი–ბი–სი“ აცხადებს, შეკრებილთა დარბევა მოხდა ძალის გადაჭარბებით და დაკავებულებს მიწაზე მიათრევდნენ.აქციის დაშლისას ჟურნალისტები დაშავდნენ. ომონის თანამშრომლებმა მათ ჟურნალისტურ საქმიანობისას ხელი შეუშალეს და გადაღების საშუალება არ მისცეს.პოლიციის და ომონის თანამშრომლები ჟურნალისტებს აიძულებდნენ მეტროში შესულიყვნენ. ძალის გამოყენებით ადგილობრივი და საერთაშორისო ჟურნალისტები რომლებიც აქციას აშუქებდნენ მეტროსადგურ „პუშკინსკაია“–ზე ჩრეკეს. ინციდენტის დროს დაშავდა რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შორის „რუსთავი2“–ს და ტელეიმედის კორესპონდენტები.შეგახსენებთ, რომ წუხელ ომონმა 300–მდე მომიტინგე დააკავა. ჟურნალისტებს კი მუშაობის საშუალება არ მისცა.argumenti.ge argumenti.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts