Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/b38-150x150.jpgსაფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა გუნდების უმრავლესობამ წარმატებულად იასპარეზა. შედეგად, იმ “ქართული გუნდების” რაოდენობა, რომლებიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან, საგრძნობლად გაიზარდა.

რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლის შანსს კი ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ცხრა გუნდი ინარჩუნებს.

ყველაზე კარგი მდგომარეობა ქართველთა გუნდებს A ჯგუფში აქვთ. აქ პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა დავით ბოლღაშვილის “ლილმა”, რომელმაც მე-15 ტურში სტუმრად ფრედ ითამაშა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის “მონლუსონთან”.

“ლილმა” დღეისთვის 52 ქულა მოაგროვა და “მონლუსონს”, რომელიც მე-5 ადგილზეა, 16 ქულით უსწრებს. ყუფარაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს, ბოლღაშვილი და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

“ლილს” სამი ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის “მასი”, რომელმაც სტუმრად დაამარცხა “ბობინი” – 26:18. პარიზელებს პლეი ოფის საგზურის გასანაღდებლად, დარჩენილ სამ ტურში, მხოლოდ ერთი მოგებაღა სჭირდებათ.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 55-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია.

შოთა მელიქიძის “მაკონმა”, რომელიც მესამე ადგილზეა, სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგო უშუალო კონკურენტ ნევერთან – 6:9. მელიქიძე განაცხადში არ იყო.

პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდა მე-6 ადგილზე მყოფ გიორგი მჭედლიშვილის “დიჟონს”, რომელმაც შინ მოუგო რეზო გიგაურის, დიმა ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის “ბულონს” – 36:15.

გიგაურმა სრულად ითამაშა, გიორგაძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოჭოლავამ მოედანი შვიდი წუთის შემდეგ დატოვა, მჭედლიშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.

A ჯგუფი

ბობინი-მასი 18:26, მონლუსონი-ლილი 18:18, დიჟონი-ბულონი 36:15, ორლეანი-სტრასბური 6:14, ნევერი-მაკონი 9:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. ლილი – 52 ქულა, 2. მასი – 49, 3. მაკონი – 37, 4. ნევერი – 36, 5. მონლუსონი – 36, 6. დიჟონი – 36, 7. ბობინი – 31, 8. სტრასბური – 20, 9. ორლეანი – 14, 10. ბულონი – 0.

* * *

B ჯგუფში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის “ლა სეინმა”.

ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-15 ტურში სტუმრად დაამარცხა ირაკლი მაჩხანელის “სენტ ეტიენი” – 24:19 და ახლა სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა. მას ლიდერი “ბურგ ან ბრესი” 10 ქულით უსწრებს.

ლაბაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-80 წუთზე გაასინბინა, თავიდან ბოლომდე ითამაშა მაჩხანელმაც, ბელქანია 76-ე წუთზე შეცვალეს, მაისურაძე ტრავმირებულია. წაგების მიუხედავად, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს “სენტ ეტიენიც”, რომელიც 33 ქულით მე-5 ადგილზეა.

სენტეტიენელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “ნიცა”, რომელმაც შინ დაამარცხა “მონტობანი” – 21:13. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

ამდენივე ქულა აქვს და მერვე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელმაც შინ წააგო გათამაშების ლიდერ “ბურგ ან ბრესთან” – 20:31. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

B ჯგუფი

ნიცა-მონტობანი 21:13, შატორენარი-ბურგ ან ბრესი 20:31, სენტ ეტიენი-ლა სეინი 19:24, კასტანე-რომანი 13:6, პოკენი-ნიმი 15:78.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბურგ ან ბრესი – 50 ქულა, 2. ლა სეინი – 40, 3. კასტანე – 40, 4. მონტობანი – 39, 5. სენტ ეტიენი – 33, 6. რომანი – 29, 7. ნიცა – 26, 8. შატორენარი – 26, 9. ნიმი – 16, 10. პოკენი – 3.

* * *

C ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ერთადერთმა გუნდმა, მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის “სენ ჟუნიენმა” ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-5 ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდს კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს.

“სენ ჟუნიენმა” მე-15 ტურში სტუმრად მოუგო “მორლაას” – 22:14. კვირიკაშვილმა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, გუნდს 17 ქულა შესძინა, ჩხაიძე 70-ე წუთზე ოზგებაშვილმა შეცვალა, აბესლამიძეს არ უთამაშია.

C ჯგუფი

მორლაა-სენ ჟუნიენი 14:22, კოლომიე-ლანჟონი 19:16, სენ ჟან დე ლუზი-ვანი 12:17, სენ ნაზერი-ლავორი 21:20, სენ მედარი-აგეტმო 12:6.

სატურნირო მდგომარეობა

1. კოლომიე – 52 ქულა, 2. ვანი – 37, 3. სენ ნაზერი – 36, 4. ლავორი – 32, 5. სენ ჟუნიენი – 31, 6. სენ მედარი – 28, 7. სენ ჟან დე ლუზი – 27, 8. ლანჟონი – 27, 9. აგეტმო – 25, 10. მორლაა – 20.

* * *

D ჯგუფში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად “მარმანდთან” დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის “ვალანს დაჟენმა” – 16:15.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 67-ე წუთისთვის ჩვენებურთა გუნდი 6:15-ს აგებდა. სწორედ ამ დროს ბასილაიამ ლელო გაიტანა, რომელიც შუამარბმა ენტონი ტესკემ გარდასახა, მანვე თამაშის დასრულებმდე საჯარიმოც მიითვალა და “ვალანს დაჟენმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ვალანსდაჟენელები ახლა 43 ქულით მე-3 ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ ბლანიაკს ცხრა ქულით უსწრებენ, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ პლეი ოფის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდებათ. ბასილაიამ და ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს.

D ჯგუფი

ლიმოჟი-რიბერაკი 28:9, მარმანდი-ვალანს დაჟენი 15:16, ტიროსი-ოლორონი 35:3, ლანამეზანი-ბლანიაკი 32:15, მოლეონი-ლურდი 28:31.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტიროსი – 51 ქულა, 2. ლიმოჟი – 46, 3. ვალანს დაჟენი 43, 4. ბლანიაკი – 34, 5. ლურდი – 33, 6. ოლორონი – 33, 7. ლანამეზანი – 32, 8. მარმანდი – 24, 9. რიბერაკი – 9.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

ავტორი  :  ბესიკ ჯანგავაძე

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...