Jump to content
Planeta.Ge

argumenti.ge „ქართუ ბანკიდან“ წამოსული ორი თანამშრომელი კუდ–მა დააშანტაჟა


Recommended Posts

http://www.argumenti.ge/wp-content/uploads/2012/03/fooottt-150x150.jpg‘ქართუ ბანკიდან“ წამოსული რამაზ ქურდაძე და ზვიად ხუხუნაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შანტაჟის მსხვერპლი გახდენენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ აცობა.

წყაროსვე ცნობით, „ქართუ ბანკის“ ყოფილ თანამშრომელს ზვიად ხუხუნაშვილის კუდ–ის თანამშრომლებმა კომპრომატები დაუდეს, რომელიც მის პირად ცხოვრებას ეხებოდა.

ხუხუნაშვილს ასევე დაემუქრნენ მეუღლის სამსახურიდან განთავისუფლებთ, თუკი იგი „ქართულ ოცნებაში“ ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით, საჯარო განცხადებას არ გააკეთებდა.

„ექსპრესნიუსმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, ზვიად ხუხუნაშვილის  მეუღლე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელია.

ასევე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რამაზ ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ირინე ქურდაძის ძმაა. ირინა ქურდაძის მეუღლე კი, ირაკლი კობალაძე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობს.

„ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, დისა და სიძის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, ქურდაძეს განცხადების საჯაროდ გაკეთება აიძულეს. დაყოლიების პროცესს კუდ–ის ორი თანამშრომელიც ესწრებოდა.

„ექსპრესნიუსი“ შეეცადა კომენტარისთვის ირინა ქურდაძეს დაკავშირებოდა თუმცა, იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

 

argumenti.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...